ზილჩის ველის რკინის სადნობი სახელოსნოები

ზილჩის ველის რკინის სადნობი სახელოსნოები — სახელოსნოები საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. არქეოლოგიური ძეგლი მოკვლეულია 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური დაზვერვების დროს. სახელოსნოები ორი ჯგუფისგან შედგება ერთი მდებარეობს ველის ჩრდილო-დასავლეთით, ერთ-ერთი მშრალი ხევის სათავეში, მეორე მდინარე ლეკისწყლის ხეობიდან სამუხის ველზე გამავალი გზის მარჯვენა მხარეს, ხრამის ნაპირას. სავარაუდოდ, უნდა დათარიღდეს ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულით.

პირველ ჯგუფში დადასტურდა რამდენიმე სახელოსნო. ზოგ მათგანზე შეიმჩნევა წიდის მოზრდილი ფრაგმენტებიც, მეორე ჯგუფში გამოვლინდა ოთხი პუნქტი. კარგად ჩანს წიდის დიდი გროვები.

ლიტერატურა

რედაქტირება