ზიგზაგი
ზიგზაგი — წყობა მოკლე ხაზებისა, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს ერთნაირი კუთხით. ამ წყობაში ყოველი მეორე ხაზი პარალელურია. ზიგზაგი ოდითგანვე წარმოადგენს კერამიკისა და ფაიფურის მრავალნაირი ჩუქურთმისა და ორნამენტის ძირითად ელემენტს. საკერავ მანქანებს ძალიან სწრაფად შეუძლიათ ზიგზაგისებრი ნაკერების დადება. ზიგზაგის ფორმა აქვს აგრეთვე ხერხის პირს. ზიგზაგის ელემენტებით გამოირჩევა კატარისა და ბაჰრეინის დროშები.