ზემუ (ინგლ. Zemu Glacier) — აღმოსავლეთ ჰიმალაების უმსხვილესი მყინვარი, რომელიც განლაგებულია ინდოეთში, სინგალილის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე. გაწოლილია მწვერვალ კანჩენჯანგის ჩრდილო-აღმოსავლეთით.[1] მყინვარის სიგრძეა 25 კმ, ხოლო ფართობი 116,8 კმ².[2] მყინვარი იწყება კანჩენჯანგის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 5000 მ-ზე ზევით. მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარცხნიდან იერთენს მყინვარ ტვინსს, ხოლო მარჯვნიდან სიმვუს მყინვარს. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ უხვეს აღმოსავლეთისაკენ და მარცხნიდან იერთებს მყინვარ ტენტ-პიკს. მარჯვენა შენაკადის სინიოლჩუს შეერთების შემდეგ, ზემუ მთავრდება სინგალილის ქედიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კმ-ში. მყინვარიდან გამოედინება მდინარე ზემუ, რომელიც წარმოადგენს მდინარე ტისის მარჯვენა შენაკადს (ბრაჰმაპუტრას აუზი). მყინვარის ზემო მონაკვეთი მდებარეობს კანჩენჯანგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[3]

ზემუ
კანჩენჯანგის აღმოსავლეთი ნაწილი, სიახლოვესაა მყინვარი ზემუ
კანჩენჯანგის აღმოსავლეთი ნაწილი, სიახლოვესაა მყინვარი ზემუ
კოორდინატები: 27°45′00″ ჩ. გ. 88°16′00″ ა. გ. / 27.75000° ჩ. გ. 88.26667° ა. გ. / 27.75000; 88.26667
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ქედი ჰიმალაი
ფართობი 116,8 კმ²
სიგრძე 25 კმ
ზემუ — ინდოეთი
ზემუ
  1. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.
  2. Press release on Sikkim glaciers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2011-04-22.
  3. Khangchendzonga National Park
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ზემუ&oldid=4087058“-დან