ზემო ხოდაშნის წმინდა მარიამის ეკლესია
ზემო ხოდაშნის წმინდა მარიამის ეკლესია — ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ეკლესია, დგას სოფელ ზემო ხოდაშნის განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელი შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (9,9 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავი და კედლების ზედა ნაწილები. მონგრეულია ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე. შენობა 1 მეტრის სიმაღლეზე მიწაშია ჩამჯდარი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნით - სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, სამხრეთით - ერთი. ერთი მსგავსი ნიშია ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. დარბაზის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. კამარა ცილინდრული ფორმისაა და იგი ერთ შეკიდებულ საბჯენ თაღს ეყრდნობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 94.