ზემო ხოდაშნის წამებულის ეკლესია

ზემო ხოდაშნის წამებულის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, დგას სოფლის სამხრეთით 500 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4,2 X 3,1 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნიდან შელესილია. ერთადერთი სწორკუთხა შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე, ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს კი, თითო პატარა შეისრულთაღოვანი ნიში. ერთი მსგავსი ნიშია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. აფსიდა გადახურულია კონქით, დარბაზი - ნახევარწრიული კამარით. ფასადები სადაა. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია შელესილობის კვალი. ეკლესიას ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებზე რიყის ქვით ნაშენი კონტრფორსები აქვს მიდგმული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კონტრფორსი გეგმით სწორკუთხაა, ჩრდილო-დასავლეთისა - ნახევარწრიული.

ლიტერატურა

რედაქტირება