მთავარი მენიუს გახსნა

ზემო ყარაბულაღის ეკლესია

X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულაღში.
(გადამისამართდა გვერდიდან ზემო ყარაბულახის ეკლესია)

ზემო ყარაბულაღის ეკლესია — X-XI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულაღში.

ზემო ყარაბულაღი
Zemo Karabulakhi Church.jpg

ზემო ყარაბულაღის ეკლესია 2019 წელს

ზემო ყარაბულაღის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°25′01″ ჩ. გ. 44°05′52″ ა. გ. / 41.41694° ჩ. გ. 44.09778° ა. გ. / 41.41694; 44.09778
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია ქვემო ქართლის მხარე
რაიონი დმანისის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკა
თარიღდება X-XI სს.

ტაძარი დგას მდინარეების შავწყაროსწყლისა და თეთრწყაროსწყლის შესართავთან. გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესია. შიგა სივრცე სიგრძივი კედლებიდან ძლიერ გამოშვერილი კედლის სვეტებით (პილასტრებით) გაყოფილია სამ ნაწილად. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები ქმნიან ღრმა უბეებს. ჩუქურთმებით ძუნწად მორთული ფასადები შემოსილია ბაზალტის ქვით, შიგა პირი – შერეული წყობით. სამხრეთ კარის თავზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულნი არიან დავით და კვირიკე მეფეები. შენობის ზედა ნაწილს ემჩნევა შეკეთების კვალი. ირგვლივ სასაფლაო ყოფილა.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  •   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 6145

ლიტერატურარედაქტირება

  • რჩეულიშვილი ლ., ზურტაკეტის ველის ხელოვნების ძეგლთა დახასიათების საკითხისათვის, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994, გვ. 34-42.
  • შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012, გვ.76
  • საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები, საქართველო, 2015., თბ., გვ.184

სქოლიორედაქტირება