ზემო ნაქალაქარის მესამე ნასოფლარი
ზემო ნაქალაქარის მესამე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნაქალაქარის სამხრეთით, 3 კილომეტრზე, საყდრისგორაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია ათამდე გეგმით სწორკუთხა (8x4 მეტრი; 6x4 მეტრი; 5x3 მეტრი), ნასახლარი ბუდე. შენობები ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ჩანს კედლის წყობის 2-6 რიგი. შენობები ზურგით შეჭრილია მთის ფერდობში.
ლიტერატურა რედაქტირება
- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 385.