ზემო ბარღებისოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ., გალიდან 12 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის მეურნეობა და ჩაის ფაბრიკა. იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები საშამუგიო და საბუთბაიო.

სოფელი
ზემო ბარღები

გალის რაიონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გალის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°34′07″ ჩ. გ. 41°39′10″ ა. გ. / 42.5686111° ჩ. გ. 41.6527806° ა. გ. / 42.5686111; 41.6527806
ზემო ბარღები — საქართველო
ზემო ბარღები
ზემო ბარღები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ზემო ბარღები
ზემო ბარღები — გალის მუნიციპალიტეტი
ზემო ბარღები

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

1992-1993 აფხაზეთის ომის დროს სოფელი დაზარალდა. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას სახლ-კარი გადაუწვეს. 1998 წელს ეს სოფელი აფხაზმა სეპარატისტებმა ხელახლა გადაწვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება