ზელენოგორსკის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

ზელენოგორსკის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Казанской иконы Божией Матери) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში, ზელენოგორსკში. ეკლესია აგებულია 1910-1915 წლებში.

ზელენოგორსკის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ზელენოგორსკის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
ზელენოგორსკის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°11′32″ ჩ. გ. 29°42′22″ ა. გ. / 60.19222° ჩ. გ. 29.70611° ა. გ. / 60.19222; 29.70611
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ზელენოგორსკი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801388000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ნიკოლოზ ნიკონოვი
თარიღდება XX საუკუნე

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ჩრდილოეთისა - ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, ხოლო სამხრეთისა სერგი რადონეჟელის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. 1989 წლიდან ეკლესიის წინამაძღვარია ბიკენტი კუზმინი.

პირველი ეკლესია

რედაქტირება

1880 წელს პეტერბურგი საპატიო მოქალაქემ, ვაჭარმა ანდრეი დურდინმა თავის მიწის ნაკვეთში ააგო პირველი საზაფხულო ეკლესია. მცირე გუმბათოვანი ხის ეკლესია ააგეს არქიტექტორ ფიოდორ ხარლამოვის პროექტის მიხედვით. ეკლესიის სიმაღლე იყო 20 მეტრი.

სანქტ-პეტერბურგის, ნოვგოროდისა და ფინეთის მიტროპოლიტის ისიდორე ნიკოლსკის მიერ ტაძარი აკურთხეს 1880 წლის 6 აგვისტოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ღვთისმსხურება მასში მიმდინარეობდა მხოლოდ ზაფხულის თვეებში. 1894 წელს ანდრე დურდინის შვილმა ივანემ ეკლესია განაახლა და გააფართოვა ორჯერ. ეკლესია გადააკეთეს იული ბრუნის პროექტის მიხედვით, რომელმაც შეამკო იგი ძველმოსკოვური სტილის სამრეკლოთი. 1898 წელს ივანე დურდინმა კვლავ კაპიტალურად გადააკეთა ტაძარი. ახლადგადაკეთებული ტაძარი აკურთხეს 1898 წლის 17 მაისს.

1907 წლის 5 დეკემბერს ხის ეკლესია დაიწვა. ტაძრად გადააკეთეს მის პირდაპირ მდებარე დურდინების საზაფხულო აგარაკი. დროებითი ეკლესია აკურთხეს 1908 წლის 21 თებერვალს.

ქვის ტაძრის მშენებლობა

რედაქტირება

ახალი ტაძრის მშენებლობის საკითხის განხილვისას კამათი მიმდინარეობდა ტაძრის მშენებლობის ადგილის შესახებ. მოსაზრებები გაიყო. ერთი ნაწილი ეკლესიის მამასახლის ნიკოლოზ დურდინის მეთაურობით მხარს უჭერდა მის აშენებას ძველ ადგილზე, სადაც იდგა დამწვარი ეკლესია. მეორე ნაწლი წინამძღვარ პეტრე პოტაშიოვის მეთაურობით, თვლიდა, რომ ტაძარი უნდა აგებულიყო ვასილი კოლოდიაჟნის მიწის ნაკვეთში 500 მეტრის მოშორებით დასავლეთ მხარეს. ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის მშენებლობა წარმართულიყო ახალ ადგილზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნიკოლოზ დურდინმა და მისმა მომხრეებმა საჩივარი წარადგინეს წმინდა სინოდში. სინოდმა საჩივარი განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა. თუმცა ძველ ადგილზე სინოდისავე გადაწყვეტილებით პატარა სამლოცველო ააგეს.

ახალი ქვის, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1910 წელს, იმპერატორ პეტრე I დიდის მიერ ქალაქი ვიბორგის აღების 200 წლის თავზე.

1912 წელს ეკლესიის მამასახლისი გახდა ვლადიმირ მარკოვი, საპატიო მოქალაქე, კომერსანტი.

ეკლესია ააგეს ეპარქიის არქიტექტორის ნიკოლოზ ნიკონოვის პროექტის მიხედვით. 1913 წლის 8 ივლისს გუმბათზე აღმართეს ჯვარი.

1914 წლის 19 ოქტომბერს აკურთხეს მცირე ეგვტერი სერგი რადონეჟელის სახელზე. 1915 წლის 9 აგვისტოს კი მეორე ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

1924 წელს ეკლესიამ გადაიტანა ქარიშხალი და წყალდიდობა, რის შედეგადაც ძალიან დაზარალდა. 1925 წელს ახლადგარემონტებულ ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა საკურთხევლის ნახევარი.

1939 წელს სსრკ-ფინეთის ომის დაწყების შემდეგ ეკლესია დახურეს. საბჭოთა ჯარისკაცებმა დაანგრიეს სამრეკლო. ასევე ძლიერ დაზიანდა ეკლესია დიდი სამამულო ომის პერიოდში.

1960-იან წლებში მართლმადიდებლებმა ითხოვეს ტაძრის გადაცემა, მაგრამ მიიღეს უარი. 1970-იან წლებში მიიღეს გადაწყვეტილება ტაძრის დანგრევის შესახებლენინგრადის მთავარმა არქიტექტორმა გენადი ბულდაკოვმა შეძლო ამ გადაწყვეტილების შეცვლა.

1980 წლის ოლიმპიადამდე ჩაუტარეს კოსმეტიკური რემონტი. 1989 წლის 5 ივნისს ლენინგრადის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიის მრევლისთვის გადაცემის შესახებ. პირველი ღვთისმსახურება არესრულა 1989 წლის 28 ოქტომბერს დიმიტრის შაბათს. პირველი ლიტურგია შესრულდა 1989 წლის 21 ნოემბერს მარჯვენა, სერგი რადონეჟელის ეგვტერში.

1990 წლის 12 აგვისტოს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ საზეიმოდ აკურთხა ტაძარი. 1994 წლის 15 მაისს მარცხენა ეგვტერი აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ხოლო მარჯვენა ეგვტერი სერგი რადონეჟელის სახელზე - 1995 წლის 26 თებერვალს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Тюников К. В. Русская Финляндия: Романтический взгляд на природу и архитектуру Петербургского курорта. — СПб.: Карельский перешеек, 2004. — (Весь Курортный район, № 6).
  • Седов Е. М. Как создавался Ленинградский курорт // Вести Курортного района. — 2009, июль. — № 13. — С. 4.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება