ზეის წყალსაცავი
ზეის წყალსაცავი (რუს. Зейское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ზეის ზემოთში, ამურის ოლქში (რუსეთი). წარმოქმნილია ზეის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ხარჯზე. აივსო 1974-1980 წწ. ფართობი 2420 კმ², სიგრძე 225 კმ, სიგანე 24 კმ, მოცულობა 68,4 კმ³. წყალსაცავი იწყება ზეის ჰიდროელექტროსაგდურის კაშხალთან, იქ სადაც გაშენებულია ქალაქი ზეა. გაივლის რა 40 კმ-ს ვიწრო ხეობას, შემდეგ გადადის ფართო წყალსატევში. წყალსაცავი ჩამონადენის მრავალწლიური მარეგულირებელია. დონის რყევა შეადგენს 26 მ-ს. ზეის წყალსაცავი შექმნილია ენერგეტიკული მიზნებისათვის და ასევე წყალდიდობასთან ბრძოლისათვის. ფართოდ წარმოებს აგრეთვე თევზჭერა (სიგი, წერი, ამურის ლოქო, ზუთხი). ნაპირებზე მდებარეობს ზეის ნაკრძალი, რომელიც 1963 წელს შეიქმნა.
ზეის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Зейское водохранилище | |
კოორდინატები: 54°25′ ჩ. გ. 127°45′ ა. გ. / 54.417° ჩ. გ. 127.750° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ამურის ოლქი |
ზღვის დონიდან | 307 მ |
სიგრძე | 225 კმ |
სიგანე | 24 კმ |
ფართობი | 2420 კმ² |
მოცულობა | 68,4 კმ³ |
მდინარე | ზეა |
შევსების წელი | 1974-1980 |
ჰესი | ზეის ჰიდროელექტროსადგური |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზეის წყალსაცავი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)