ზეთის ხიდი
ზეთის ხიდი (რუს. Масляный мост) — საფეხმავლო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოსა და მოსკოვის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 30,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი.
ზეთის ხიდი რუს. Масляный мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°54′36″ ჩ. გ. 30°19′29″ ა. გ. / 59.91000° ჩ. გ. 30.32472° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
სიგრძე | 30,7 მ |
სიგანე | 3 მ |
გახსნის თარიღი | 1984 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებამდებარეობს ზეთის შესახვევთან, შემოვლითი არხის სანაპიროს № 121 და № 80 სახლებს შორის.
დინების ზემოთ მდებარეობს რუზოვსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — გაზის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „ფრუნზენსკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდის სახელწოდება მომდინარეობს ახლოს მდებარე ზეთის შესახვევის მიხედვით და ცნობილია 1984 წლიდან. თავის მხრივ შესახვევმა სახელი მიიღო 1939 წელს აქვე გახსნილი ზეთის ქარხანა „Красная Звезда“-ს მიხედვით.
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე ერთმალიანი ხიდი ააგეს 1984 წელს „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ბ. ე. დვორკინისა და არქიტექტორ ვ. მ. ივანოვის პროექტის მიხედვით. გაზისა და მისი მიმდებარე მსგავსი მოჟაისკისა და გაზის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა ერთდროულად შემოვლითი არხის სანაპიროს რეკონსტრუქციის ფარგლებში.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია. ხიდის ძირითადი საყრდენებია სანაპიროს კედლები. მისი სიგრძეა 30,7 მ, ხოლო სიგანე — 3 მეტრი. იგი გამოიყენება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ასფლტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ხიდი თავისი არქიტექტურით ძალიან ჰგავს მოჟაისკისა და გაზის ხიდს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Масляный мост //СПб ГБУ «Мостотрест»