გაზის ხიდი
გაზის ხიდი (რუს. Га́зовый мост) — საფეხმავლო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს საადმირალოსა და მოსკოვის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 30,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი.
გაზის ხიდი რუს. Газовый мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°54′40″ ჩ. გ. 30°19′39″ ა. გ. / 59.91111° ჩ. გ. 30.32750° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
სიგრძე | 30,7 მ |
სიგანე | 3 მ |
გახსნის თარიღი | 1835 წ. |
დახურვის თარიღი | 1984 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებამდებარეობს მოჟაისკის ქუჩის დასაწყისში.
დინების ზემოთ მდებარეობს მოჟაისკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ზეთის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურებია „პუშკინსკაია“ და „ტექნოლოგიური ინსტიტუტი“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდის სახელწოდება მომდინარეობს ახლოს მდებარე გაზის ქარხნის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ხიდი ამ ადგილზე ააგეს 1835 წლის შემდეგ გაზის ქარხნიდან მილის გაყვანის გამო. XX საუკუნის დასაწყისში იგი იყო სამმალიანი მეტალის ხიდი. 1933 წელს ხიდზე გაიყვანეს თბოტრასა პირველი ჰიდროელექტროსადგურიდან, 1946 წელს ხიდი გაიხსნა ფეხით მოსიარულეებისათვის.
თანამედროვე ერთმალიანი ხიდი ააგეს 1984 წელს „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინრის ბ. ე. დვორკინისა და არქიტექტორ ვ. მ. ივანოვის პროექტის მიხედვით. გაზისა და მისი მიმდებარე მსგავსი მოჟაისკისა და ზეთის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა ერთდროულად შემოვლითი არხის სანაპიროს რეკონსტრუქციის ფარგლებში.
ახალი ხიდის აშენების შემდეგ ძველი ხიდი დაშალეს.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია. ხიდის ძირითადი საყრდენებია სანაპიროს კედლები. მისი სიგრძეა 30,7 მ, ხოლო სიგანე – 3 მეტრი. იგი გამოიყენება მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ასფლტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ხიდი თავისი არქიტექტურით ძალიან ჰგავს მოჟაისკისა და ზეთის ხიდს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 459. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 324. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 35. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.