ზეთის მზესუმზირა
ზეთის მზესუმზირა (ლათ. Helianthus annuus) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
ზეთის მზესუმზირა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Helianthus annuus | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19073408 | ||||||||||||||
|
აქვს სწორმდგომი, 5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომლის შიგნით რბილი, მკვრივი გულია მოთავსებული. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა.
მისი სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ინდიელებმა ამ მცენარის კულტივირება დაიწყეს 2000 წელზე მეტი ხნის წინ.