ზეზვა მედულაშვილი

ქართველი მთარგმნელი, მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე და პოლიგლოტი

ზეზვა მედულაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1939, არაშენდა, გურჯაანის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 30 აპრილი, 2018, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი, მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე და პოლიგლოტი.

ზეზვა მედულაშვილი
დაბადების თარიღი 20 დეკემბერი, 1939(1939-12-20)
დაბადების ადგილი არაშენდა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 2018(2018-04-30) (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მთარგმნელი, მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ჯილდოები ღირსების ორდენი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, პრემია „საბა“ და პრემია „საგურამო“

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზეზვა მედულაშვილი დაიბადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 1939 წლის 20 დეკემბერს.

1957 წელს „ვერცხლის მედლით“ დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანოლოგიის განხრით, სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე. პირველივე კურსის მეორე სემესტრიდან გადაიყვანეს ახალგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორც არმენოლოგმა, თუმცა სპარსულის სწავლა არ მიუტოვებია და დამოუკიდებლად განაგრძობდა მის უფრო ღრმად შესწავლას და დაუფლებას. ასევე დამოუკიდებლად სწავლობდა თურქულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს.

1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“.

ზეზვა მედულაშვილის თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი.

1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

ზეზვა მედულაშვილი იყო პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქე.

თარგმნილი წიგნები

რედაქტირება
  • ჰრანტ მათევოსიანი ჩემი მგელი (მოთხრობები), თბ. ნაკადული, 1987
  • ჰრანტ მათევოსიანი მიამიტური ამბავი, თბ. ნაკადული, 1971
  • ჰრანტ მათევოსიანი აგვისტო (მოთხრობები), თბ. საბჭოთა საქართველო, 1977
  • ჰრანტ მათევოსიანი მწვანე მინდორი, თბ. 1987წ.
  • აზერბაიჯანული მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1974წ.
  • აზერბაიჯანული ზღაპრები, თბ. ნაკადული 1974წ.
  • აზერბაიჯანული ბაიათები, თბ. ნაკადული, 1979წ.
  • ისა ისმაილზადე, ლექსები, თბ. საქართველო, 1983წ.
  • მამედ არაზი ანდერძი, ლექსები თბ. საქართველო, 1984წ
  • ქოროღლი (აზერბაიჯანული ეპოსი), თბ., კავკასიური სახლი, 2003, ISBN 99928-71-34-2
  • საიათნოვა, ლექსები, თბ., კავკასიური სახლი, 2005.
  • ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი, თბ. უნივერსალი, 2010, ISBN 978-99941-17-064

გამოცემული წიგნები

რედაქტირება
  • აღმოსავლური პოეზიის თარგმანების კრებული - "აღმოსავლური მზეჭრელი". თბ.გამომც. ტრიასი 2018, ISBN 978-9941-9623-6-3
  • პოეზია და პროზა, თარგმანების საიუბილეო კრებული - "მზისა და ლექსის უმაღლესობა", თბ. გამომც. მერანი, 2020, ISBN 978-9941-9654-0-1

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება

წოდებები

  • 2011 — „ქართული კულტურის ამაგდარი“, თბილისის მერია
  • 2012 — „ქართული კულტურის დესპანი“, საპატიო სიგელი, თბილისის მერია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება