ზედა შარვის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ზედა შარვის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა შავრაში.

ზედა შარვის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, გეგმით სწორკუთხა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. აფსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო არქიტრავული ნიშაა. დარბაზი საკურთხევლისაგან გამოყოფილია მხრებით. ეკლესიის გრძივ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშაა. შესასვლელია ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთისა გარედან არქიტრავული, ხოლო შიგნით თაღოვანია; დასავლეთისა კი - თაღოვანი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმისა და ყორექვა. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. დასავლეთი შესასვლელის ტიმპანი მთლიანად ორნამენტითაა დაფარული, რომელზეც წარმოდგენილია გეომეტრიული წნული და მცენარეული მოტივები. აღმოსავლეთ კედლის ფასადზე უსისტემოდაა ჩალაგებული მოჩუქურთმებული ქვები, რაც ძეგლის შეკეთებასთან არის დაკავშირებული. ეკლესიას ირგვლივ გალავანი შემოუყვება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8542