ზედა თმოგვი
ზედა თმოგვი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ზედა თმოგვი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | სამნავიანი ბაზილიკა |
თარიღდება | XI საუკუნე |
არქიტექტურა
რედაქტირებანაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII–IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027–1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.
ზედა თმოგვის ეპიგრაფიკა
რედაქტირებანოშას წარწერა ტაძრის სამხრეთის ფასადზე (XI საუკუნე)
„ქრისტე, შეიწყალე სული ნოშასი, ესე კუთხი მისია.“
|
ანტონის წარწერა ტაძრის სამხრეთ ფასადზე (XI საუკუნე)
„ქრისტე, შეიწყალე სული ანტონისი.“
|
ლიტერატურა
რედაქტირება- გვერდწითელი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 495.
- ვ. სილოგავა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა. ახალციხე 2001 წ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-15.