ზედა ბუზმარეთის ეკლესია

ზედა ბუზმარეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

XX საუკუნის 30-იან წლებში ბუზმარეთის ეკლესია გიორგი ბოჭორიძეს მოუნახულებია. მეცნიერი მასზე წერს, რომ ეკლესია დგას სოფელ წყისეს სამხრეთით მთის მაღალ კალთაზე. ამ დროისათვს ეკლესია ერთნავიანი შენობაა (4,8×3 მ), ნაგები თლილი ქვისაგან და კირისაგან. იდგა მარტო კედლები, თაღი კი დაქცეულია და ქვები საკურთხეველში ყოფილა ჩაყრილი. ქვები ასევე ეყარა ეკლესიის გარშემო. კარი ჰქონია სამხრეთით და ფანჯრები არ შერჩენია

დღევანდელი ამაღლების ტაძარი თავდაპირველი ეკლესიის საფუძველზეა აგებული. ნაგებია გათლილი მოწითალო ფერის ტუფით (გარე ზომებია 4,76×6,70 მ). მარტივი გეგმა, საკმაოდ განიერი კედლები, თავდაპირველი ეკლესიის საკმაოდ დიდი ზომის ქვები დასავლეთის ფასადზე (მაგ: ერთი ქვის ზომაა 87×75 სმ) და ინტერიერში დასავლეთის კედელზე ტაძრის აგების ადრეულ პერიოდზე მიგვანიშნებს. კანკელი, ქვის ფრაგმენტებზე ამოკვეთილი რელიეფის მიხედვით, XVII საუკუნეში უნდა გამოეკვეთათ. შემოსასვლელი ერთია, სამხრეთიდან, საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში თაროიანი თაღჩაა გაკეთებული. სკურთხეველი აწეულია ორი საფეხურით, კანკელის ქვები თავდაპირველ სავარაუდო ადგილზეა აღმართული. ტაძრის საკურთხეველი და ცილინდრული კამარა მოხატულია (ფერმწერი რამაზ კორშია). ტაძრის სამხრეთ დასავლეთით გრძელდება სამონასტრო მშენებლობა. მონასტერი წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობისაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარსაგიშვილი გ., ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ. 418
  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ. 60