ზებეყურის ქედი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ზებეყურის ქედი — საშუალო სიმაღლის ქედი აღმოსავლეთ საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ლეხურისა და ქსნის წყალგამყოფი. გამოეყოფა ხარულის ქედს ცხრაწყაროს მთასთან. უმაღლესი ადგილია ზემაკურის მთა (2119,4 მ). აგებულია ცარცული და პალეოგენური კირქვებით, მერგელებით, თიხაფიქლებით, თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. აღმოსავლეთი კალთა გრძელია და დამრეცი, დასავლეთი — მოკლე და ციცაბო. შემოსილია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყით, თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.
ზებეყურის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°12′02″ ჩ. გ. 44°23′59″ ა. გ. / 42.200556° ჩ. გ. 44.399861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ზემაკური |
სიმაღლე | 2119,4 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა, მერგელი, თიხაფიქალი, თიხა, ქვიშაქვა და კონგლომერატი |
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. დევდარიანი., ჯ. გვასალია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 328.