ზაქარიასთავი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ზაქარიასთავი, ზაქარიასწვერი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს საბადურის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1433 მ.
ზაქარიასთავი | |
---|---|
ზაქარიასთავი (ცენტრში), ხედი სოფელ წეროვნიდან | |
კოორდინატები: 41°54′54″ ჩ. გ. 44°53′25″ ა. გ. / 41.91500° ჩ. გ. 44.89028° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1433 მ |
ქედი | საბადურის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხისა და ქვიშაქვის შუაშრეებიანი კონგლომერატი |
სურათები ვიკისაწყობში |
აგებულია ნეოგენური თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებიანი კონგლომერატებით. ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები დამრეცია, სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი — შედარებით ციცაბო. ზაქარიასთავის კალთების ქვემო ნაწილი შემოსილია ტყის ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული მუხნარ-რცხილნარით, ზემო — ამავე ნიადაგებზე გავრცელებული წიფლის ტყეებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 322.