ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზურაბ ლაბარტყავა (დ.1942, ფოთი — გ.2014) — ქართველი ინჟინერი.

1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით.

1966-1995 წლებში მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება „საქჰიდროენერგომშენის“ სისტემაში, ჯერ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ხოლო შემდეგ „ჟინვალჰესის“ მშენებლობაზე. მუშაობდა გაერთიანება „საქჰიდროენერგომშენის“ საბინაო მშენებლობის სამმართველოში. მისი ხელმძღვანელობით აშენდა მრავალი საბინაო და სოციალურ-კულტურული დანიშნულების ობიექტი. 1995-2000 წლებში მუშაობს სამშენებლო გაერთიანება „საქგვირაბმშენის“ ფილიალ „ფოთი-პორტმშენის“ გენერალურ დირექტორად. ამ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. სახელდობრ: სუფსის ტერმინალის, ქ. ფოთის პორტის ნავთობის ტერმინალის, პირველი, მეორე და მეთოთხმეტე ნავმისადგომის მშენებლობასა და რეაბილიტაციაში. მას ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი სარკინიგზო ბორნის მშენებლობაში. 2000 წლიდან იწყებს აქტიურ ბიზნეს საქმიანობას. ქმნის საკუთარ ფირმას შპს „175/2 ფაზისს“, სადაც მუშაობდა გენერალურ დირექტორად. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

რესურდები ინტერნეტში

რედაქტირება