ზარმაცასებრნი (ლათ. Bradypodidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი არასრულკბილიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 50-64 სმ, წონა 4-7 კგ. წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. თითები ცელისმაგვარი ბრჭყალებით ბოლოვდება. სხვა ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით, ზარმაცასებრნს კისრის 6-9 მალა და 14-24 წყვილი ნეკნი აქვთ. სხეული დაფარულია მორუხო-მურა ბეწვით და ხშირად მომწვანო ელფერი დაჰკრავს, რადგან ბეწვში ბინადრობენ ლურჯ-მწვანე მიკროსკოპული წყალმცენარეები.

ზარმაცასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Bradypodidae

ზარმაცასებრნს კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა, უფრო ნაკლებად — სმენა. ისინი ზურგით მუდამ ქვემოთ არიან დაკიდებული ხეებზე, რის გამოც შინაგანი ორგანოები ძუძუმწოვრებისათვის უჩვეულოდ აქვთ განლაგებული: ღვიძლი ზურგისკენაა შებრუნებული და მუცლის კედელს არ ეხება; ელენთა და პანკრეასი მარჯვნივაა, საშარდე ბუშტი დიდია და თითქმის ეხება დიაფრაგმას, ტრაქეა ორ ხვეულს ქმნის და ა.შ. ოჯახში 7 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 გვარში: სამთითა ზარმაცასებრნი (Bradypus) და ორთითა ზარმაცასებრნი (Choloepus).

გავრცელებული არიან სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ტყეებში. ცხოვრობენ ერთეულებად, იშვიათად წყვილებად. წელიწადში ერთხელ შობენ ერთ ნაშიერს. იკვებებიან ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, ხილით. ნადირობის ობიექტია — იყენებენ ხორცსა და ტყავს.

ლიტერატურა

რედაქტირება