ზარათის წმინდა კვირიკეს ეკლესია

ზარათის წმინდა კვირიკეს ეკლესია, ზარათის კვირიკე და ივლიტეს ძველი ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში, სასაფლაოზე.

ზარათის წმინდა კვირიკეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. ზარათი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
დეტალები
მასალა თლილი ქვა, კირი

აგებულია XIII საუკუნეში. აღმოსავლეთით აქვს აფსიდი. შესასვლელი ორია — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. შიგნით გრძივი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლები დაყოფილია სამ ნაწილად ყრუ დეკორატიული თაღებით. კედლები მთლიანად დაფარულია XVIII საუკუნის ტრადიციული რელიგიური მოხატულობით. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში მოთავსებულია ღვთისმშობლისკენ ვედრებით მიმართული მხატვრის გამოსახულება, რაც ქართულ კედლის მხატვრობაში იშვიათი კომპოზიციაა.

აღწერილობა

რედაქტირება

ერთნავიან ბაზილიკას ძველა დასავლეთით საქალებო, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი სამწირველოები ჰქონია. საქალებოს საძირკველი, ხოლო სამწირველოების კირის კვალი ეკლესიის კედლებზე დღემდე მოჩანს. გაბრიელ ეპისკოპოსის დროსსამწირველოები მოანგრიეს. ეკლესია თლილი ქვისგააა აგებული და კირითაა გადახურული. ხალხის გადმოცემით, ეკლესია მტერმა დაწვა, რაზეც ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლის ზევით დაწითლებული ნაწილები მიუთითებს. ეკლესიას სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით სარკმლები აქვს. ტრაპეზი კედელზე ყოფილა მიდგმული, მაგრამ შემდეგ საკურთხევლის შუა ადგილას გადმოუტანიათ. სამკვეთლო კედელში თახჩადაა გადმოღბული.

ეკლესიის ორივე კარი და აღმოსავლეთს სარკმელი ჩუქურთმებითაა შემკული. ეკლესიის შიდა ნაწილი მოხატულია. მხატვრობის ნაწილი შემოსეულმა მტერმა დააზიანა. საკურთხევლის კონქში დეისისია დახატული (მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი). მაცხოვარი მაღალზურგიან ტახტზე ზის, მარჯვენით აკურთხებს, მარცხენით კი მუხლზე ასომთავრულად დაწერილი წიგნი უჭირავს.

ეკლესიის სიძველეს წარმოადგენს ხის ჯვარი, რომელიც გადმოცემის მიხედვით, ვაზისგანაა დამზადებული და „კვირიკეს ხატად“ იწოდება. ჯვრის ზომებია 136 X 71 X 7,5 სმ. ჯვარი შეჭედილია (წინა მხარეს)დაბალ ვერცხლზე ნაჭედი ხატებით ჯვარცმისა, წმ. გიორგისა, კვირიკე და ივლიტესი და სხვ. შემკულია 9 დიდ-პატარა თვლით (მათგან 1 დაზიანებულია). გადმოცემით, ჯვარი დიდი ხნის წინ სვანეთიდან, სოფელ კალადან მოიტანეს არეშიძეებმა, გოშხოთელიანებმა და მაღლაფერიძეებმა. 1923 წელს ჯვარი დაუზიანებიათ: ვერცხლის შემკულობა აუყრიათ და ერთი მცირე ნაწილი დაღუპულა, ხოლო მეორე, უდიდესი ნაწილი, კარგა ხნის შემდეგ ისევ დაუკერებიათ ჯვარზე (ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ზოგი ფურცელი თავის პირვანდელ ადგილას არაა მოთავსებული. ჯვარზე ორი წარსერაა გაკეთებული: ასომთავრული და ნუსხური. უკანასკნელი XIX საუკუნის ასომთავრული წარწერა მარჯვენა მხარეს, გულთან ახლოსაა მოთავსებული.

2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ზარათის წმინდა კვირიკეს ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. გვ, 10-15. ISBN 5-520-01575-9.
  • მამაიაშვილი ი., ზარათი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 308.