ზანდარაკი, რკინის ჯვარი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე 2755 მ. ზანდარაკის მიდამო აგებულია ბაიოსური პორფირიტების, ტუფ-ბრექჩიების, ტუფ-კონგლომერატებისა და ტუფ-ქვიშაქვებისაგან. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. ზანდარაკის უღელტეხილი აკავშირებს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და თხეიშის (ხაიშურის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებს.

ზანდარაკი
კოორდინატები: 42°51′01″ ჩ. გ. 42°10′59″ ა. გ. / 42.85028° ჩ. გ. 42.18306° ა. გ. / 42.85028; 42.18306
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2755 
ქედი ეგრისის ქედი
ზანდარაკი — საქართველო
ზანდარაკი
ზანდარაკი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზანდარაკი

ლიტერატურა რედაქტირება