ზამში
ზამში (პოლ. zamsz, გერმ. sämischleder), იგივე ნატი, ირმის, ცხვრისა და სხვა ცხოველთა ტყავისაგან მიღებული მასალა. ზამში რბილი, ხავერდოვანი, წყალშეუღწევი ფოროვანი ტყავია, მას მრავალფრად ღებავენ. ზამშისგან კერავენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ხელთათმანებს, აგრეთვე იყენებენ ბენზინის გასაფილტრად (წყლის მოსაცილებლად), ოპტიკური მინის გასახეხად და სხვა. ზამშის მისაღებად ზამშისებრ ქსოვილს ჟღენთენ რეზინის წებოთი (თუ მისგან ფეხსაცმელი უნდა დაამზადონ) ან ფარავენ რეზინის წებოთი და ზემოდან დაქუცმაცებულ ბამბის ბოჭკოს აყრიან (საგალანტერეო ნაკეთობებისათვის).