ზაინაბ ბანგურა (ინგლ. Zainab Bangura; დ. 18 დეკემბერი, 1959, იონიბანა, სიერა-ლეონე) — სიერა-ლეონელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე. 2020 წლის იანვრიდან გაეროს ნაირობის განყოფილების გენერალური დირექტორია[1], რომლის კანდიდატურაც წარადგინა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 2018 წლის დეკემბერში[2]. მანამდე 2012-2017 წლებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში, მარგოტ ვალსტრიომთან ერთდ იყო გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტისა და სექსუალური ძალადობის საკითხებში. 2017 წელს ამ თანამდებობაზე შეცვალა პამილა პრატენმა[3][4][5].

ზაინაბ ბანგურა
ზაინაბ ბანგურა
სიერა-ლეონეს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ოქტომბერი, 2007 – 3 დეკემბერი, 2010
პრეზიდენტი  ერნესტ ბაი კორომა
წინამორბედიმომოდუ კორომა
მემკვიდრეჯოზეფ ბანდაბლა დაუდა

დაბადებული18 დეკემბერი, 1959
იონიბანა, სიერა-ლეონე
რელიგიაისლამი

2007 წელს გახდა სიერა-ლეონეს საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ ერნესტ ბაი კორომას მთავრობაში[6]. იგი ამ თანამდებობაზე მეორე ქალია შირლი გბუჯამას შემდეგ, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ეკავა 1996-1997 წლებში. ზაინაბ ბანგურას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა 2010-2012 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება