გიგო ზაზიაშვილი
გიგო ივანეს ძე ზაზიაშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1868, თბილისი — გ. 25 ივნისი, 1952, იქვე) — ქართველი მხატვარი. მჭიდრო კავშირი ჰქონდა XX საუკუნის დამდეგის რეალისტ მხატვრებთან. მუშაობდა როგორც პორტრეტის, ისე ჟანრული ფერწერის დარგში.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა აბრების მხატვარ ივანე (ცალმკლავა) როსტომის ძე ზაზიაშვილის ოჯახში. ხელმოკლეობის გამო გიგო ზაზიაშვილი ვერ ღებულობს დაწყებით განათლებას. 14 წლის ასაკში დაობლდა.
გიგო ზაზიაშვილის პროფესიულ ზრდასა და დაოსტატებაში დიდი როლი მიუძღვის გიგო გაბაშვილს. 1922 წელს თბილისში საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა შეიქმნა. გიგო ზაზიაშვილი განსაკუთრებული ენთუზიზმით ჩაება გალერეის ექსპონატების შეგროვებასა და შეძენის საქმეში. მისი პირადი მონაწილეობით აღმოჩენილია და შეძენილია სპარული მინანქარი, ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატები და მრავალი სხვა. 1941 წლის 16 მარტს დედაქალაქში მხატვრის კლასში გაიმართა გიგო ზაზიაშვილის შემოქმედებითი საღამო, აქვე მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული თავის სახელოსნოში, მხატვრის ოჯახში ინახება პოეტ-აკადემიკოს იოსებ გრიშაშვილის ფოტოსურათი, რომელიც მას ზაზიაშვილისთვის მიუძღვნია. სურათს ამშვენებს წარწერა: „გიგო ზაზიაშვილს, პირველ ორიგინალურ მხატვარს, თბილისის ბოჰემს და უნაგარო , ჩემს მოღვაწეს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 16
- კარბელაშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 300.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიგო ზაზიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიგო ზაზიაშვილი — Art.gov.ge