ზაზა გოგსაძე

ქართველი დიპლომატი და მეცნიერი.

ზაზა (ზაალ) გოგსაძე (დ. 21 ოქტომბერი, 1954, ჭიათურა) — ქართველი დიპლომატი და მეცნიერი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1984).

ზაზა გოგსაძე
დაბ. თარიღი 21 ოქტომბერი, 1954(1954-10-21)[1] (70 წლის)
დაბ. ადგილი ჭიათურა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2004-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში, 2013-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2018-2023 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში – აკრედიტებული ხორვატიასა და მონტენეგროში. 2023 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიაში.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1983 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1990-1993 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი; 1993-1994 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 1994-1999 წწ. გაეროსთან საქართველოს მუდმვი წარმომადგენლობის მრჩეველი. 1999-2001 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2001-2002 წწ. ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის სამოქალაქო ოფიცერი. 2003-2004 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2004-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში – აკრედიტებული მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში, 2013-2018 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2018-2023 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში – აკრედიტებული ხორვატიასა და მონტენეგროში. 2023 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიაში.[2]

2000 წლიდან მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006, გვ. 130;
  • ჭუმბურიძე ზ., დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021, ნაწილი 1, თბ., 2021, გვ. 61

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება