ზაზალოს ნაეკლესიარი
ზაზალოს ნაეკლესიარი — შუა საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიის ნაშთი ისტორიულ სამცხეში, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაზალოს ცენტრში.
ეკლესია მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია დაახლოებით 0,5-1 მ. სიმაღლის კედლები, რომელთაც პერანგი შემოცლილი აქვს და მხოლოდ დუღაბია დარჩენილი, პერანგის ქვები მხოლოდ ქვედა ნაწილშია გადარჩენილი. თლილი ქვები და სხვადასხვა არქიტექტურული დეტალები გარშემოა მიმოფანტული. აღმოსავლეთის მხარეს, საკურთხეველში ადგილობრივებს ჩადგმული აქვთ მცირე ზომის სამლოცველო, სადაც ჩაყოლებულია ქვა წარწერით. „წმიდაო ეკლესიაო სლმ”... 1932–1933 წლებში გ. ბოჭორიძეს აქ უნახავს სხვა ქვებიც ასომთავრული წარწერებით: „... განუსვენე სულსა შიში”..., „ქრისტე შეიწყალე ბარბარე”; ეს უკანასკნელი წითლად ყოფილა შეღებილი. სოფლის სამხრეთით მისთვისვე უჩვენებიათ დიდი, მოწითალო ქვა, რომლის ერთ-ერთ გვერდზე 15-მდე ჩაჭდეული ჯვარი იყო გამოსახული. ჯვრები იყო გამოსახული ზედა მხარეზეც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ზაზალო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 299.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39313