ზაზალოსოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, უდის თემში.[2] მდებარეობს ახალციხის ქვაბულის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ქვაბლიანის ხეობაში, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 19 კილომეტრით. სოფელში არის შუა საუკუნეების ციხე და ნაეკლესიარი.

სოფელი
ზაზალო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი უდე
კოორდინატები 41°37′30″ ჩ. გ. 42°45′06″ ა. გ. / 41.62500° ჩ. გ. 42.75167° ა. გ. / 41.62500; 42.75167
ცენტრის სიმაღლე 1480
მოსახლეობა 35[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზაზალო — საქართველო
ზაზალო
ზაზალო — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ზაზალო
ზაზალო — ადიგენის მუნიციპალიტეტი
ზაზალო

ისტორია რედაქტირება

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით 1595 წელს ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში შემავალ სოფელ ზაზალოში 4 კომლი ქართველი ცხოვრობდა. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი, სელი, ბოსტნეული კულტურები. ჰყავდათ ღორი, ფუტკარი, ცხვარი და წლიურად იხდიდნენ 7500 ახჩას. 1944 წლამდე ზაზალოში გამაჰმადიანებული მესხები ცხოვრობდნენ. მათი ქართული გვარები იყო ამილახვარი და ბოჭორიძე. ისინი შუა აზიაში გადაასახლეს. 1982 წელს კი სოფელი ხელმეორედ დასახლდა[3]. ამჟამად სოფელში უკვე უდელები ცხოვრობენ (15 კომლი).

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 63 32 31
2014[1]   35 17 18

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ