ზაბელ ბოიაჯიანი
ზაბელ ბოიაჯიანი (სომხურად: Զապել Պոյաճեան) (დ. 1873 — გ. 26 იანვარი, 1957) — სომეხი მხატვარი, მწერალი და მთარგმნელი. მან ცხოვრების უდიდესი პერიოდი ლონდონში, დიდ ბრიტანეთში გაატარა. [2]
ზაბელ ბოიაჯიანი | |
---|---|
დას. სომხ. Զապէլ Թովմաս Պոյաճեան | |
დაბადების თარიღი | 1872[1] |
დაბადების ადგილი | დიარბაქირი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 26 იანვარი, 1957[1] |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[1] |
საქმიანობა | მხატვარი[1] , მწერალი[1] , მთარგმნელი[1] და ესპერანტისტი |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | სომხები[1] |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | ფლეიდ ფელიქსის სახვითი ხელოვნების სკოლა |
ნათესავ(ებ)ი | Samuel Rogers |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზაბელ ბოიაჯიანი დაიბადა დიარბაქირში, ოსმალეთის იმპერიის დიარბექირის ვილაიეთში (ძველი სომხეთის ერთ- ერთი დედაქალაქი). ის იყო დიარბაქირში ბრიტანეთის ვიცე – კონსულის, ჰარპუთ თომას ბოიაჯიანისა და ინგლისელების შთამომავალი ეკატერინე როჯერსის შვილი. ზაბელის დედა, ეკატერინე როჯერსი ცნობილი ბრიტანელი პოეტის, სამუელ როჯერსის შთამომავალი იყო. ჰამიდიანის ხოცვა-ჟლეტის დროს მამის მკვლელობის შემდეგ, 1895 წელს, ბოიაჯიანი, დედა და მისი ძმა, ჰენრი, ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მან ჩააბარა სლეიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში. ამავე პერიოდში მან დაიწყო საკუთარი წიგნების წერა და მათი ილუსტრირება. მისი პირველი რომანი „ესტერე: ცხოვრების რომანტიკა“, სასუნის ხოცვა-ჟლეტვის შესახებაა, რომელიც გამოიცა ლონდონში 1901 წელს. იგი ძალიან ახლოს იყო სომეხი რომანისტის რაფის მეუღლესთან ანა რაფთან და მის ორ ვაჟთან, არამთან და არშაკთან. ისინი რაფის გარდაცვალების შემდეგ ლონდონში გადავიდნენ საცხოვრებლად. ბოიაჯიანი პერიოდულად თარქმნიდა და აქვეყნებდა ამონარიდებს რაფის რომანებიდან ჟურნალ „არარატში“ და აწყობდა სამკითხველო ღონისძიებებს რაფის ხსენების უკვდავსაყოფად. 1916 წელს მან შეადგინა და თარგმნა სომხური ლეგენდებისა და ლექსების ანთროლოგია (1916), რომელშიც შედის ელის სტოუნ ბლექველის პოემების თარგმანიც. ის ხშირად მოგზაურობდა და შედეგად 1938 წელს გამოაქვეყნა თავისი მოგზაურობის ნიმუშები: ,,საბერძნეთის ჩანაწერები და ილუსტრაციები". 948 წელს მან თარგმნა და გამოსცა ავეტიკ ისაჰაკიანის ეპიკური ლექსი აბუ ლალა მაჰარი. ბოიაჯიანმა დაწერა ესეები შექსპირზე, ბაირონზე, ევრიპიდესზე, მაიკლ არლენზე, რაფიზე და ავეტიკ ისაჰაკიანზე. მან შექმნა ნამუშევრები ინგლისური და სომხური ლიტერატურის შესახებ.[3][4]
როგორც მხატვარს, ბოიაჯიანს ინდივიდუალური გამოფენები ჰქონდა ლონდონში 1910 და 1912 წლებში, გერმანიაში 1920 წელს, ეგვიპტეში 1928 წელს, საფრანგეთში, იტალიასა და ბელგიაში 1940-50 წლებში.[5]
ზაბელ ბოიაჯიანი გარდაიცვალა 1957 წლის 26 იანვარს ლონდონში.
წიგნები
რედაქტირებასომხური ლეგენდები და ლექსები. ბოიაჯიანის თარგმანი. 1 გამოცემა, 1916 წ.
გილგამეში: მარადიული ძიების ოცნება. 1924 წ.
საბერძნეთში კალმითა და პალიტრით. 1938 წ.
ლიტერატურული კრიტიკა
რედაქტირებათანამედროვე მიმოხილვა (1916 წლის დეკემბერი) წერდა სომხური ლეგენდებისა და ლექსების ანთოლოგიის შესახებ:
,, აქ არის დიდებული წიგნი... სომხური ყვავილების სათავადო ჯაჭვი და სურათების გალერეა, რომელიც მისს ბოიაჯიანმა მოგვცა - სურათები, რომელშიც რაფაელიტის წინა ნოტი ბრწყინვალედ დომინირებს; წინა რაფაელიტი, ანუ პერიოდი როდესაც ბიზანტიური და სომხური ხელოვნება აღორძინდა."
შოტლანდიელმა (1916 წლის 18 ნოემბერი) დაწერა:
,,სომხეთისა და სომხების შესახებ ცნობისმოყვარე მკითხველმა შეიძლება უფრო მეტი შეიტყოს ამ მიმზიდველი ტომიდან, ვიდრე უფრო მძიმე ერუდიციის მრავალი წიგნიდან. ეს არის სომხური ლექსების თარგმანის ანთოლოგია, რომელსაც თან ახლავს საინტერესო დისკუსია სომხეთის ეპოსზე, ხალხურ სიმღერებსა და პოეზიაზე. ფერადი ნამუშევარი ნამდვილად არის განსაკუთრებით მშვენიერი და აღფრთოვანებული დარჩება ყველა, ვინც იცის თუ როგორ უნდა მოეპყრას კარგ ქმნილებას."
,,მანჩესტერ მცველმა" დაწერა ბოიაჯიანის მხატვრულ ნაწარმოებზე:
,,მის ბოიაჯიანის ნახატები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორისაა პორტრეტები, პეიზაჟები და დეკორატიული პანელები. ეს უკანასკნელი ორ ჯგუფად არის მოცემული, ეს არის გილგამეშის, შუმერული ეპოსის, მხატვრის მიერ გამოქვეყნებული ვერსიების ილუსტრაცია; მეორე, ლექსები ომარ ხაიამის რუბაიატიდან. ის მეტად მრავალფეროვანია ფერებით, ვიდრე ხაზებით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ Zoryan Institute Archives. Zabelle C. Boyajian Papers დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. Retrieved on April 8, 2012.
- ↑ T. D. Khorshidian, "On the Centennial of Zabelle C. Boyajian's Birth" (in Armenian). დაარქივებული 2020-10-18 საიტზე Wayback Machine. Retrieved on April 8, 2012.
- ↑ A. A. Bedikian, "The Poet and Artist: A Profile of Zabelle Boyajian" Ararat Magazine Vol. 1, No. 3, Summer 1960. დაარქივებული 2017-03-12 საიტზე Wayback Machine. Retrieved on April 13, 2012.
- ↑ Khatchatur I. Pilikian, 95th Anniversary of Zabelle Boyajian's Armenian Legends and Poems. დაარქივებული 2020-10-18 საიტზე Wayback Machine. Retrieved on April 8, 2012.