ზაალაუს ციხესიმაგრე

ზაალაუს ციხესიმაგრე (რუს. Замок Гросс Заалау, გერმ. Saalau) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული ციხესიმაგრე, მდებარეობს სოფელ კამენსკოეში, კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებულია XIV საუკუნეში. ციხესიმაგრე ეკუთვნოდა სამბიის ეპისკოპოსს.

ზაალაუს ციხესიმაგრე
Замок Заалау
კოორდინატები 54°39′20″N 21°33′01″E / 54.655556° ჩ. გ. 21.550278° ა. გ. / 54.655556; 21.550278
მდებარეობა კამენსკოე, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1352
დასრულების თარიღი 1355
თარიღდება XIV საუკუნე
მდგომარეობა ნანგრევი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910233000

არქიტექტურა

რედაქტირება

1335 წლიდან ციხესიმაგრე არის მცირე ზომის სწორკუთხა ერთფლიგელიანი ნაგებობა თავდაცვითი კედლითა და 42 მ X 42 მ ზომის მოედნით. ციხესიმაგრე განლაგებულია ბორცვზე მდინარე პრეგელიდან ჩრდილოეთით სამ კილომეტრში, ძველი პრუსიული ციხესიმაგრის ადგილზე.

მთავარი კორპუსი განლაგებულია სამხრეთ კედელზე და არის 42 მეტრის სიგრძისა და 12,5 მეტრის სიგანის. ამ ნაგებობის ცენტრში აგებულია მცირე ზომის კარიბჭის კოშკი.

აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ციხესიმაგრეს აკრავს ჭაობი, ამ მხრიდან განთავსებულია სქელი თავდაცვითი კედელი სათოფურებით და თავდაცვითი გასასვლელით, გადახურულია კრამიტის სახურავით. 1370-იანი წლებისთვის კედელს შიგნიდან მიაშენეს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსოები.

მოგვიანებით დასავლეთის კედელთან ააშენეს სამეურნეო კორპუსი 38 მეტრის სიგრძისა და 8 მეტი სიგანის ზომებით. ამ შენობასაც ასევე გააჩნია სათოფურები. სავარაუდოდ ახალ შენობაში განთავსებული იყო ლუდსახარში და სამზარეულო.

წინარე ისტორია

რედაქტირება

XIII საუკუნის შუა წლებამდე ციხესიმაგრე ზაალაუს ადგილზე მდებარეობდა პრუსიული ქალაქი ვოსტოპოლო. 1276 წელს ტევტონთა ორდენის ნადროვიელი რაინდის თავდასხმისას აიღეს და გადაიწვა ხის გამაგრება. ორდენსა და პაპის ტახტს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით დაპყრობილი ტერიტორიის ერთ მესამედი რაინდებს უნდა გადაეცათ ეკლესიის კუთვნილებაში. 1325 წელს ნადროვიის დაყოფის შემდეგ ორდენსა და სამბიის ეპისკოპოსს შორის, ვსოტოპოლო გადავიდა ეპისკოპოსის მფლობელობაში.

ზაალაუს ციხესიმაგრე დააარსეს 1352 წლის დეკემბერში ლიტვინების შემოჭრასთან დაკავშირებით. 1355 წელს ციხესიმაგრე უკვე გამოიყენებოდა თავდაცვითი შენობის კუთხით. მდინარე პრეგელიას მოპირდაპირე ნაპირზე დააარსეს ციხესიმაგრე ნორკიტენი. თანაარსებული ორი ციხესიმაგრე ეფექტიანი იყო მტრის წინააღმდეგ საბრძოლვველად და აკონტროლებდნენ მიმდებარე ტერიტორიებს. აღნიშნული მეთოდი ასევე გამოიყენეს სხვა ციხესიმაგრეების მშენებლობის დროსაც: მდინარე ალეზე (ამჟამად - ლავა) ალენბურგისა და გროს-ვონსდორფის ციხესიმაგრეებისა და მდინარე პრეგელზე მდებარე ტაპლაკენისა და ველაუს ციხესიმაგრეების მშენებლობის დროს.

1376 წელს ლიტვის დიდმა მთავარმა ოლგერდმა და კეისტუტისმა ილაშქრეს ნადროვიაში. ლაშქრობის დროს შტურმით აიღეს და გადაწვეს ციხესიმაგრე, მაგრამ მალევე აღადგინეს.

1380 წლიდან 1525 წლამდე ზაალაუს ციხესიმაგრის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები არ შემონახულა. 1525 წელს ზაალაუ კვლავ იხსენიება კრაკოვის შეთანხმების ტექსტში.

შემდგომ პერიოდში ციხესიმაგრემ განიცადა გარკვეული მოდერნიზაცია ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მიაშენეს დამატებითი სათავსოები. ზოგიერთი ცნობის მიხედვით გადაკეთების მიზეზი უნდა გამხდარიყო ხანძარი.

XIX საუკუნეში ციხესიმაგრე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. 1900 წლამდე მის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ამტმანის რეზიდენცია, სარდაფში ყველის დამზადება ხდებოდა. ჩრდილოეთის მხარეს ღვინისა და ლუდის დამამზადებელი ოთახები იყო განთავსებული.

1945 წლის შემდეგ

რედაქტირება

1945 წლის შემდეგ ციხესიმაგრეს აღარავინ არ გამოიყენებდა და აქტიურად მიმდინარეობდამისი ნგრევის პროცესი და დღეისათვის მხოლოდ ნანგრევების სახითაა წარმოდგენილი. 2000 წელს იგი კერძო პირმა შეიძინა, მფლობელმა წარმოადგინა პროექტი ციხესიმაგრის აღდგენისა და მასში მუზეუმის განთავსების შესახებ, მაგრამ 2016 წლის ზაფხულისთვის არანაირი სამუშაოები არ ყოფილა წარმოებული ციხესიმაგრის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • А. П. Бахтин, под ред. В. Ю. Курпакова, Справочник «Замки и укрепления Немецкого ордена в северной части Восточной Пруссии» (Калининград, Терра Балтика, 2005, ISBN 5-98777-004-1)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება