გროს-ვონსდორფის ციხესიმაგრე

გროს-ვონსდორფის ციხესიმაგრე (რუს. Замок Гросс Вонсдорф, გერმ. Burg Groß Wohnsdorf) — ტევტონთა ორდენის უძველესი პრუსიული რაინდთა ციხესიმაგრე, მდებარეობს სოფელ კურორტნოეში, კალინინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებულია XIII საუკუნეში.

გროს-ვონსდორფის ციხესიმაგრე
Замок Гросс Вонсдорф

ციხესიმაგრის კოშკის ნანგრევი
კოორდინატები 54°28′13″N 21°07′22″E / 54.470318° ჩ. გ. 21.122663° ა. გ. / 54.470318; 21.122663
მდებარეობა კურორტნოე, კალინინგრადის ოლქი, რუსეთი
თარიღდება XIII საუკუნე
მდგომარეობა ნანგრევი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3900794000

ჩამოინგრა და აღარ აღუდგენიათ 1830 წლის ხანძრის შემდეგ. შემონახულია კარიბჭის თავზე მდგომი კოშკის ნანგრევები, რომელიც განეკუთვნება 1356 წელს.

ისტორია რედაქტირება

ხისა და ტალახისაგან აგებული გროს-ვონსდორფის ციხესიმაგრე ტევტონთა ორდენის რაინდებმა XIII საუკუნეში დაპყრობილი ძველი პრუსიული ციხესიმაგრის კაპოსეტეს ადგილზე.

1319 წელს ციხესიმაგრე დაანგრიეს ლიტვის ძალებმა. ერთი წლის შემდეგ იგი აღადგინეს ძველი სახით, მაგრამ ისევ დაიპყრეს და გადაწვეს ლიტველებმა 1347 წელს, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ციხესიმაგრე ქვისაგან უნდა აეშენებინათ. 1348 წელს გროს-ვონსდორფი გახდა კამერამტის ცენტრი. ქვის ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1356 წელს და დასრულდა დაახლოებით 1372 წელს. 1391 წელს გროს-ვონსდორფი კვლავ გადააკეთეს[1].

1450 წელს ციხესიმაგრეს ესტუმრა ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი ლუდვიგ ფონ ერლიხსჰაუზენი[1].

ოცდაათწლიანი ომის დასრულების შემდეგ მალევე, 1468 წელს, ტევტონთა ორდენმა ფინანსების სიმცირის გამო ციხესიმაგრე გადასცა განსუ ფონ ვეირუს. 1525 წელს ჰერცოგმა ალბრეხტმა გამოაცხადა ტევტონთა ორდენის სეკულარიზაციის შესახებ და ციხესიმაგრე გადასცა ედელმან გეინო ფონ დებერტიცუს. 1552 წელს ციხესიმაგრე გადავიდა ადრეასუ ფონ ფლანსუს ხელში. 1590 წელს მიმდინარეობდა კაპიტალური რემონტი[1].

1688 წლიდან 1702 წლამდე ციხესიმაგრე იყო ფონ შრიოტერების ოჯახის კერძო საკუთრება. ფრიდრიხ ლეოპოლდ ფონ შრიოტერი, პრუსიის მომავალი პროვინციბის მინისტრი და სახელმწიფო საბჭოს წევრი, ციხესიმაგრეში ატარებს ბავშვობის წლებს. ციხესიმაგრეში სტუმრობა უყვარდა იმანუელ კანტის, ოჯახის მეგობარს[2].

1790 წელს ციხესიმაგრეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის შემდეგაც არქიტექტორმა ფრიდრიხ დავიდ ჟილმა აღადგინა ციხესიმაგრე და გადააკეთა კარიბჭის კოშკი[3]. 1830 წელს გაჩნდა უფრო სერიოზული ხანძარი, რომლის შემდეგაც ციხესიმაგრე არ აღუდგენიათ. მთელი შენობიდან გადარჩა მხოლოდ კარიბჭის კოშკი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Замок Гросс Вонсдорф - Курортное. www.prussia39.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-23.
  2. Manfred Höhne. Kurortnoje - Groß Wohnsdorf und die Familie von Schrötter - Ostpreussen. www.ostpreussen.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-30. ციტირების თარიღი: 2017-02-22.
  3. Gross Wohnsdorf – Курортное Правдинский район. Анатолий Бахтин. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-23. ციტირების თარიღი: 2018-06-09.