ვუდ-ბუფალოს ეროვნული პარკი

(გადამისამართდა გვერდიდან ვუდ ბუფალოს ეროვნული პარკი)

ვუდ-ბუფალო (ინგლ. Wood Buffalo National Park) — კანადის უდიდესი ეროვნული პარკი. მისი ფართობი 44 807 კმ²-ია. მდებარეობს ალბერტას რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში. პარკი 1922 წელს შეიქმნა ბიზონების მსოფლიოში უმსხვილესი მოხეტიალე ჯოგების დაცვის მიზნით, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 5 000 ერთეულადაა შეფასებული. ამავე დროს, პარკი ამერიკული წეროს გავრცელების ერთადერთი ცნობილი არეალია.

ვუდ-ბუფალოს ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

მარილიანი ვაკე
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 59°23′00″ ჩ. გ. 112°59′00″ დ. გ. / 59.38333° ჩ. გ. 112.98333° დ. გ. / 59.38333; -112.98333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 256
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 256
ინგლ.რუს.ფრ.

პარკის სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 183 მეტრიდან 945 მეტრამდე, დაწყებული მდინარე პატარა ბუფალოდან, დამთავრებული კარიბუს მთებით. პარკის სამმართველო მდებარეობს ქალაქ ფორტ-სმიტში, ხოლო შედარებით მცირე თანმხლები ოფისი ფორტ-ჩიპეივანში. პარკი მოიცავს მსოფლიოში უმსხვილეს მტკნარი წყლის დელტებს, მათ შორისაა მდინარე ფისისა და ბირჩის მიერ შექმნილი ფის-ატაბასკის დელტა. ვუდ-ბუფალო განლაგებულია ატაბასკის ნავთობის ქვიშების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ მხარეს.

1983 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რისი მიზეზიც უპირველესად ფის-ტაბასკის დელტა და გარეული ბიზონების გავრცელებაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება