ვუდუ

(გადამისამართდა გვერდიდან ვუდუისტი)

ვუდუ (კრეოლ. Vudou, ინგლ. Voodoo, პორტუგ. Macumba) — მონოთეისტური რელიგია, წარმოიშვა კარიბის ზღვის კუნძულებზე და წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ანიმისტური რელიგიური ტრადიციებისა (ძირ. ბენინიდან) და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს.

ვუდუს დრაპო ანუ დროშა შესრულებული ჟორჟ ვალრის მიერ.

ვუდუს სხვადასხვა დამწერლობა ლათინურად მიუთითებს მის წარმომავალობაზე. Voodoo მიუთითებს ახალი ორლეანის კრეოლურ ტრადიციაზე, Vodou მიუთითებს ამ ტრადიციის ჰაიტიურ ვარიანტზე, ხოლო Vodoun კი დასავლეთ აფრიკულია. კუბაზე ამ ტრადიციას ჰქვია La Regla Arara.

ვუდუს ფესვები მომდინარეობს დასავლეთ აფრიკის ფონ, ევესა და იორუბას ხალხებიდან, დასავლეთ ნიგერიიდან აღმოსავლეთ განამდე. ბენინში ვუდუ ეროვნული რელიგიაა, რომელსაც მოსახლეობის 60% მისდევს (დაახ. 4,5 მილიონი ადამიანი). სიტყვა vodún ფონ-ევეს ენაზე სულს ნიშნავს. ვუდუზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე ცენტრალური აფრიკის ტრადიციებმა. კონგოს მაგია, ჩრდ. ჰაიტიზე ცნობილი როგორც ლემბა (თავდაპირველად გავრცელდა ბაკონგოს ტომში), ისევე გავრცელებულია, როგორც დასავლეთ აფრიკული ელემენტები, თუმცა ინფორმაცია მასზე შედარებით უფრო მწირია.

ბოლო დრომდე მიიჩნეოდა რომ ამ უძველესი ტრადიციების შერევა კათოლიციზმთან მხოლოდ ახალ სამყაროში მოხდა. თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დოკუმენტები იმაზე, რომ ამგვარი სინთეზე კონგოს იმპერიის რელიგიურ პრაქტიკაშიც მოიძებნება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვუდუ&oldid=2465149“-დან