ვსევოლოდ გარშინი (რუს. Всеволод Гаршин; დ. 14 თებერვალი [ ძვ. სტ. 2 თებერვალი], 1855, მამული პრიატნაია-დოლინა — გ. 5 აპრილი [ ძვ. სტ. 24 მარტი], 1888, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მწერალი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი. მისი პირველი ნაწარმოები 1876 წელს დაიბეჭდა. 1877 წელს მოხალისედ წავიდა რუსეთ-თურქეთის ომში. ომში მიღებული შთაბეჭდილებანი ასახა მოთხრობებში: „ოთხი დღე“ (1877), „მხდალი“ (1879) და სხვა. გარშინის შემოქმედებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი პიროვნების ტრაგედიას იმდროინდელი სოციალური წყობის პირობებში („შემთხვევა“, 1878; „ნადეჟდა ნიკოლაევნა“, 1885; „მხატვრები“, 1879; „შეხვედრა“, 1879). იგი ალეგორიული ფორმით უმღერის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს („სამხრეთის პალმა“, 1880; „წითელი ყვავილი“, 1883). გარშინის მოთხრობებისთვის დამახასიათებელია სიუჟეტის სისადავე, ფსიქოლოგიური დაძაბულობა და ღრმა ლირიზმი. მისი მოთხრობები თარგმნილია ქართულად („ოთხი დღე“, „მხდალი“, „სიგნალი“, „წითელი ყვავილი“ და სხვა.)

ვსევოლოდ გარშინი
რუს. Всеволод Гаршин
დაბადების თარიღი 2 (14) თებერვალი, 1855[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბადების ადგილი ბახმუტის მაზრა, ეკატერინოსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] [2] [3] [4]
გარდაცვალების თარიღი 24 მარტი (5 აპრილი), 1888[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (33 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1] [9]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი[3]
საქმიანობა მწერალი[10] , ლიტერატურული კრიტიკოსი, პოეტი და ხელოვნების კრიტიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი[3] [2]
მეუღლე ნადეჟდა ზოლოტილოვა[3]
ხელმოწერა

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Азарова Н. И. Гаршин // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Венгеров С. А. Гаршин, Всеволод Михайлович // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1892. — Т. VIII. — С. 163–164.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Гаршин, Всеволод Михайлович // Русский биографический словарьМосква: 1914. — Т. 4. — С. 246–258.
  4. 4.0 4.1 4.2 Бялый Г. А. В. М. Гаршин // Сочинения / под ред. Г. А. БялыйПетрозаводск: 1954. — С. 3–13.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 ПроДетЛит — 2019.
  9. Гаршин Всеволод Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.