ვრანჩის ჟუდეცი
ვრანჩის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Vrancea) — ჟუდეცი რუმინეთში, მოლდოვის ისტორიულ ოლქში. მდებარეობს აღმოსავლეთ კარპატების აღმოსავლეთ კალთაზე, ნაწილობრივ — ქვემო დუნაის ვაკეზე. ფართობი 4857 კმ², მოსახლეობა 323 080 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ფოქშანი. აღმოსავლეთით ესაზღვრება ვასლუის და გალაცის ჟუდეცები, დასავლეთით — კოვასნის ჟუდეცი, ჩრდილოეთით — ბაკეუს ჟუდეცი, სამხრეთით — ბუზეუს ჟუდეცი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ბრეილის ჟუდეცი.