ვიკიპედია:მომხმარებელთა ჯგუფები

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:ავტოდადასტ)
მალხმობა:
ვპ:ჯგუფები

ვიკიპედიაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა სტატუსი ანუ დამატებითი უფლებები. არსებობს ორი ტიპის მომხმარებელთა ჯგუფი: ლოკალური, რომელიც მომხმარებლს გარკვეულ უფლებას კონკრეტულად ერთ ვიკიში ანიჭებს (როგორიცაა ადმინისტრატორი, ბიუროკრატი, რობოტი, შემმოწმებელი და სხვ.) და გლობალური, რომელიც მომხმარებელს უფლებას გლობალურად ანიჭებს და მისი უფლებები ვიკიმედიის ყველა პროექტში ვრცელდება (როგორიცაა გლობალური გამაუქმებელი, გლობალური ადმინისტრატორი, გლობალური რობოტი, სტიუარდი და სხვ.).

რეგულარული

ანონიმური მომხმარებლები

თუ მომხმარებელი ვიკიპედიაში არ დარეგისტრირებულა ან არ გაუვლია ავტორიზაცია და ისე დაარედაქტირა გვერდი, ისტორიაში მისი IP-მისამართი დაფიქსირდება. ანონიმურ მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისიერი გვერდის შექმნა ან რედაქტირება, თუკი ის ნახევრად ან სრულად არ არის დაცული. ასევე შეუძლიათ განხილვის გვერდების შექმნა, თუმცა არ შეუძლიათ ფაილის ატვირთვა. მათ უნდა უპასუხონ CAPTCHA-ს (კომპიუტერული ტესტი), თუკი სურთ გვერდში ინტერნეტ-რესურსების დამატება.

ახალი მომხმარებლები

მომხმარებელი, რომელმაც ანგარიში შექმნა, შეუძლია ნებისმიერი გვერდის სწრაფად შექმნა ნებისმიერ სახელთა სივრცეში (გარდა „მედიავიკის“ სახელთა სივრცისა), ასევე სხვა მომხმარებლისათვის ი-მეილის გაგზავნა, თუ მათაც და ადრესატსაც გააქტიურებული აქვთ ველი „ელექტრონული ფოსტა“ კონფიგურაციაში. ყველა ავტორიზაცია-გავლილ მომხმარებელს ასევე შეუძლია მონიშნოს თავისი რედაქტირება, როგორც „მცირე რედაქტირება“. ისევე როგორც ანონიმურ მომხმარებელს, მათაც უნდა უპასუხონ CAPTCHA-ს ინტერნეტ-რესურსების დამატების შემთხვევაში. მათ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი მედიავიკის ინტერფეისი კონფიგურაციის საშუალებით ან CSS-ს ან ჯავასკრიპტის დამატებით.

ავტომატურად დადასტურებული მომხმარებლები

მალხმობა:
ვპ:ავტოდადასტ

ვიკიპედიაში ზოგიერთი მოქმედების განხორციელების საშუალება აქვთ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც რეგისტრაციიდან გარკვეული პერიოდი განვლეს. ამ მოხმარებელს „ავტომატურად დადასტურებული მომხმარებლის“ სტატუსი პროგრამის მიერ ავტომატურად ენიჭება და ის არ შორდება.

ავტომატურად დადასტურებულ მომხმარებლებს შეუძლიათ გვერდების გადატანა, ნახევრად დაცული გვერდების რედაქტირება და ფაილის ატვირთვა (ასევე არსებული ფაილის ახალი ვერსიის ატვირთვა). მათ აღარ უწევთ CAPTCHA-ს გავლა.

ავტომატურად დადასტურებულ მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი ახალი გვერდების მონიშვნა, როგორც „შემოწმებული“.

დადასტურებული მომხმარებლები

სხვა

ადმინისტრატორები

 
ვიკიპედიის ადმინისტრატორის ლოგო

ადმინისტრატორები არიან მომხმარებლები, რომელთაც ვიკი-საზოგადოების მიერ მინიჭებული აქვთ დამატებითი უფლებები, რომლებშიც შედის: გვერდის წაშლა, გვერდის დაცვა, მომხმარებლის ბლოკირება ან ბლოკის მოხსნა, სრულად დაცული გვერდების ან მედიავიკის ინტერფეისის რედაქტირება და მომხმარებლისათვის ნებისმიერი სტატუსის მინიჭება/ჩამორთმევა, გარდა ადმინისტრატორისა და ბიუროკრატის სტატუსებისა. სხვა მხრივ, მათ არ აქვთ პრივილეგიური მდგომარეობა სხვა მომხმარებლებთან. ადმინისტრატორის სტატუსს ანიჭებს ბიუროკრატი.

ბიუროკრატები

 
ვიკიპედიის ბიუროკრატის ლოგო

ბიუროკრატები არიან მომხმარებლები, რომელთაც ვიკი-საზოგადოების მიერ მინიჭებული აქვთ დამატებითი უფლებები, რომლებშიც შედის: მომხმარებლისათვის ნებისმიერი სტატუსის მინიჭება (ბიუროკრატის სტატუსის ჩათვლით), თუმცა არ შეუძლიათ მომხმარებელს ჩამოართვან ადმინისტრატორის ან ბიუროკრატის სტატუსი. მათ ასევე შეუძლიათ მომხმარებლისათვის სახელის გადარქმევა ან მომხმარებლის უზურპაცია.

ინტერფეისის ადმინისტრატორები

 
ვიკიპედიის ინტერფეისის ადმინისტრატორის ლოგო

ინტერფეისის ადმინისტრატორები არიან ვიკიმედიის პროექტების მომხმარებლები, რომლებსაც შეუძლიათ რედაქტირება CSS, JS და JSON გვერდებს და ასევე მედია-ვიკის სახელთა სივრცეში არსებული გვერდების. ეს ერთადერთი ადგილობრივი მომხმარებლთა ჯგუფია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ (დაარედაქტირონ) ნებისმიერი CSS/JS გვერდები. ეს გვერდები ეხმარებიან ვიკი-რედაქტორებასა და ვიკიპედიის ბრაუზერში მუშაობას, კოდების მეშვეობით. ამ გვერდების მეშვეობით, შესაძლებელია შეიცვალოს კონტენტის შინაარსი, შეიცვალოს გვერდების ქცევა ან შეიქმნას სპეციალური ვიკი-ხელსაწყოები რედაქტირებისთვის.

ბოტები

ბოტი არის სპეციალურად შექმნილი პროგრამა (როგორც წესი სკრიპტი პროგრამირების ენაზე Python), რომელიც რუტინული პროცესების ავტომატიზაციას ახდენს. ვიკიპედიის საერთო პოლიტიკით ბოტების მოქმედება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა ბოტების ამოქმედება დაშვებულია, ისინი საგულდაგულოდ უნდა იყოს შემოწმებული და მათზე ადგილობრივად თანხმობა უნდა იყოს გაცემული.

ქართულ ვიკიპედიაში ბოტების მოქმედება დაშვებულია, თუმცა მათი მფლობელები პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ მათთვის მინიჭებულ უფლებას. ყოველ ბოტს უნდა ჰქონდეს ბმული მისი მფლობელის გვერდზე. ბოტისთვის მიზანშეწონილი სახელია „მფლობელისსახელიBot“.

ბოტემბა ბოლო ცვლილებების გვერდი რომ არ დაანაგვიანონ, სასურველია მათთვის „ბოტის“ სტატუსის მინიჭება. სტატუსისათვის დატოვეთ მოთხოვნა გვერდზე ვიკიპედია:ბოტები/სტატუსის მოთხოვნა.

რევიზორები

მომხმარებლებს „რევიზორის“ სტატუსით შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური:HideRevision, ანუ შეუძლიათ სამუდამოდ დამალონ ნებისმიერი გვერდის ნებისმიერი ცვლილება მომხმარებლებისაგან. მათ ასევე შეუძლიათ იხილონ სპეციალური:Oversight, სადაც ინახება რევიზორების მიერ დამალული ცვლილებების ჟურნალი. „რევიზორის“ სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და ფონდი ვიკიმედია ფლობს პირად ინფორმაციას მათ შესახებ.

  • ქართულ ვიკიპედიაში არ არიან.

ჩეკიუზერები

მომხმარებლებს „ჩეკიუზერის“ სტატუსით შეუძლიათ ნებისმიერ მომხმარებლის IP მისამართის მოძიება, ასევე მომხმარებლების მოძიება, რომლებიც განსაზღვრულ IP მისამართებს იყენებენ. ჩეკიუზერის მოქმედებათა ჩანაწერის ჟურნალის ხილვა შეუძლია ყველა ჩეკიუზერს. „ჩეკიუზერის“ სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი და ფონდი ვიკიმედია ფლობს პირად ინფორმაციას მათ შესახებ.

  • ქართულ ვიკიპედიაში არ არიან.

შემმოწმებლები

ავტო-შემოწმებულები

გამაუქმებლები

მომხმარებელს „გამაუქმებელის“ სტატუსით შეუძლია გვერდების წინა ვერსიაზე სწრაფი დაბრუნება. მომხმარებლის წვლილის გვერდზე ან ბოლო ცვლილებებში გამაუქმებელი ნახავს ბმულს „[სწრაფი გაუქმება]“ ბოლო რედაქტირებასთან. ამ ბმულზე დაჭერით უქმდება მომხმარებლის ბოლო რედაქტირებები (მრავლობითში!). ეს უფლება ავტომატურად ენიჭებათ ადმინისტრატორებს.

  • ქართულ ვიკიპედიაში არ არიან.

IP-ბლოკირებების გამონაკლისები

ანგარიშის შემქნელები

იმპორტიორები

Transwiki-ს იმპორტიორები

სტიუარდები

სტიუარდები არიან მომხმარებლები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უფლება, შეცვალონ მომხმარებლის უფლებები „ვიკიმედიის“ ნებისმიერ პროექტში; გასცენ ან ჩამოართვან ადმინისტრატორის, ბიუროკრატის, ბოტის, ოვერსაიტის, ჩეკიუზერის პრივილეგიები. ჩვეულებრივ, ისინი არ ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, რომელთა შესრულება ადგილობრივ მომხმარებლებს შეუძლიათ.

სტიუარდები „ვიკიმედიის“ გლობალური საზოგადოების მიერ ირჩევა. მათი რაოდენობა განსაზღვრული არ არის. სტიუარდების არჩევნები წელიწადში ერთხელ იმართება.

მათი მოქმედებების აღრიცხვა ხდება გვერდზე meta:Special:Log/rights.

დეველოპერები

„დეველოპერს“ ტექნიკური პრივილეგიების უმაღლესი ხარისხი აქვს. მათ შეუძლიათ პირდაპირი ცვლილებები შეიტანონ მედიავიკის პროგრამაში, ასევე ვიკიმედიის ვიკიბაზებში. თუმცა ისინი ადმინისტრაციულ ფუნქციებს არ ასრულებენ.

დამაარსებელი

ჯგუფი „დამაარსებელი“ შეიქმნა ინგლისურ ვიკიპედიაში დეველოპერ ტიმ სტერლინგის მიერ, როგორც უნიკალური ჯგუფი ვიკიპედიის თანა-დამფუძნებელ ჯიმი უელსისათვის. ჯგუფი მას აძლევს ყველანაირ უფლებას Special:UserRights-ში. ვინაიდან 2009 წლის 27 თებერვლიდან ჯიმბო უელსი ასევე არის გლობალური დამაარსებელი (მანამდე იყო სტიუარდი), მას შეუძლია ნებისმიერი მომხმარებლის უფლებების შეცვლა ვიკიმედიის ნებისმიერ პროექტში meta:Special:UserRights-დან.