ვიკიპედია:გვერდის დაცვა

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:დაცვა)
მალხმობა:
ვპ:დაცვა

ადმინისტრატორებს შეუძლიათ გვერდის დაცვა ცვლილების შეტანისაგან ან გადატანისაგან განუსაზღვრელი ან განსაზღვრული ვადით. მათ ასევე შეუძლიათ დაცვის მოხსნა.

  • სრული დაცვის შემთხვევაში გვერდის რედაქტირება არ შეუძლია არავის, გარდა ადმინისტრატორებისა.
  • ნაწილობრივი დაცვის შემთხვევაში გვერდის რედაქტირება არ შეუძლიათ დაურეგისტრირებელ და იმ მომხმარებლებს, რომელთა ანგარიშიც არ არის ავტომატურად დადასტურებული.
  • დაცული შექმნისაგან, მომხმარებლებს (გარდა ადმინისტრატორებისა) არ შეუძლიათ გვერდის შექმნა; ამ ხერხს ადმინისტრატორები ძირითად განმეორებული ვანდალიზმის დროს მიმართავენ, როდესაც გვერდი რამდენიმეჯერ შეიქმნა და შემდეგ წაიშალა.
  • დაცული გადატანისაგან, მომხმარებლებს (გარდა ადმინისტრატორებისა) არ შეუძლიათ გვერდის გადატანა.
  • დაცული ატვირთვისაგან, მომხმარებლებს (გარდა ადმინისტრატორებისა) არ შეუძლიათ ფაილის ახალი ვერსიის ატვირთვა, თუმცა შეუძლიათ ფაილის რედაქტირება.
  • Pending-changes protection, რედაქტირებები არ არის ხილვადი იმ მკითხველებისათვის, რომლებიც არ არიან სისტემაში შემოსულები, სანამ რომელიმე შემმოწმებელი არ შეამოწმებს ცვლილებებს.

ზოგადი წესი

ვიკიპედიაში გვერდების დაცვა ხდება გახშირებული ვანდალიზმის პასუხად, მომავალში გვერდის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. როგორც წესი, დაცვა არის დროებითი. გამონაკლისია ვიკი-მომხმარებლის პირადი გვერდი, რომელიც მფლობელის სურვილით შეიძლება დაცულ იქნას დროებით ან სამუდამოდ, სანახევროდ ან სრულად.

არ ხდება განხილვის გვერდების დაცვა, ან შესაძლებელია დაცული იქნას მცირე ხნით, ვანდალიზმის შესაჩერებლად. გამონაკლისია მომხმარებლის პირადი განხილვის გვერდი, — ის შეიძლება დაცული იქნას მომხმარებლის სურვილით, თუ მას არ აქვს ადმინისტრაციული უფლებები[1].

დაცვის ტიპები

სრული დაცვა

მალხმობა:
ვპ:სრულდაცვა

სრულად დაცული გვერდების რედაქტირება მხოლოდ ადმინისტრატორებს შეუძლიათ. მათ შეუძლიათ გვერდი დაიცვან განსაზღვრული ვადით (მაგ. 2 დღით, 4 კვირით ან 1 წლით) ან განუსაზღვრელად. ასევე შეუძლიათ დაცვის მოხსნა ან დაცვის დონის შეცვლა. სრულად დაცული გვერდის თავში არა-ადმინისტრატრეობისათვის „რედაქტირება“ ღილაკის ნაცვლად არის ღილაკი „იხილე წყარო“. მათთვის შესაძლებელია ტექსტის ხილვა ან კოპირება, მაგრამ არა – რედაქტირება.

თუ არა-ადმინისტრატორებს აქვთ გვერდში რედაქტირების შეტანის სურვილი, მათ გვერდის განხილვის გვერდზე უნდა ჩასვან თარგი {{editprotected}} და დაწერონ თუ რატომ და რა ცვლილებები უნდა შევიდეს გვერდზე. კონსენსუსის შემდეგ ადმინისტრატორებს შეუძლიათ დააკმაყოფილონ ან არ დააკმაყოფილონ მოთხოვნა.

ნაწილობრივი დაცვა

მალხმობა:
ვპ:ნაწდაცვა

ნაწილობრივად დაცული გვერდების რედაქტირება არ შეუძლიათ ანონიმურ (დაურეგისტრირებელ) და ავტომატურად დაუდასტურებელ მომხმარებლებს.

ისევე როგორც სრულად დაცვის შემთხვევაში ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ გვერდის ნაწილობრივი დაცვა განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ან დაცვის მოხსნა ან დაცვის დონის შეცვლა.

მუდმივი დაცვა

მალხმობა:
ვპ:მუდდაცვა

ვიკიპედიის სახელთა სივრცე „MediaWiki“ MediaWiki-ის პროგრამის მიერ მუდმივადაა დაცული; ვინაიდან ის საიტის სახეს ქმნის, მისი რედაქტირება დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ადმინისტრატორებს მისთვის დაცვის მოხსნა არ შეუძლიათ, შესაბამისად, მათი რედაქტირებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ. ასევე მუდმივადაა დაცული მომხმარებლის პირადი კონფიგურაცია, მაგალითაც მომხმარებელი:მაგალითი/monobook.css ან მომხმარებელი:მაგალითი/cologneblue.js. მათი რედაქტირება მხოლოდ მის მფლობელს (მომხმარებელი:მაგალითი) და ადმინისტრატორებს შეუძლიათ. ასევე მუდმივადაა დაცული სხვა მაღალი რისკის გვერდები, მაგალითად მთავარი გვერდი და ფაილი:Wiki.png.

სქოლიო