ვოსტოკი (კოსმოსური პროგრამა)
„ვოსტოკი“ (რუს. «Восток») — გეოცენტრულ ორბიტაზე 1961-1964 წლებში გასაფრენი საბჭოთა ერთადგილიანი კოსმოსური ხომალდების სერიის სახელწოდება.
„ვოსტოკ-1“ — პირველი კოსმოსური ხომალდი, რომლითაც 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში გაფრინდა ადამიანი, რომელსაც მართავდა ი. გაგარინი. გაშვებულ იქნა ბაიკონურის კოსმოდრომიდან 09:07 საათზე მოსკოვის დროით. ორბიტაზე ერთხელ შემოიფრინა და 10:55 საათზე დედამიწაზე დაეშვა. ორბიტის პერიგიუმის სიმაღლე იყო 181 კმ, აპოგეუმისა — 327 კმ.
„ვოსტოკ-2“ — ორბიტაზე გაიყვანა გ. ტიტოვმა 1961 წლის 6 აგვისტოს. იფრინა 1 დღე-ღამე. პერიგეუმის სიმაღლე 178 კმ, აპოგეუმისა — 244 კმ. ჩატარდა სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევა და დედამიწის კინოგადაღება.
„ვოსტოკ-3“ — „ვოსტოკ-2“-ის მსგავს ორბიტაზე გაიყვანა ა. ნიკოლაევმა 1962 წლის 11 აგვისტოს. 64-ჯერ შემოუფრინა დედამიწას (94 სთ) და დაეშვა ყარაღანდის ოლქში. განახორციელა მსოფლიოში პირველი ჯგუფური ფრენა „ვოსტოკ-4“-თან ერთად.
„ვოსტოკ-4“ — ორბიტაზე გავიდა 1962 წლის 12 აგვისტოს, რომელსაც მართავდა პ. პოპოვიჩი. პერიგეუმის სიმაღლე იყო 179.8 კმ, აპოგეუმისა — 236.7 კმ. „ვოსტოკ-3“-თან ერთად მსოფლიოში პირველმა განახორციელა ჯგუფური ფრენა 70 სთ ხანგრძლივობით. ხომალდებს შორის მინიმალური მანძილი იყო 5 კმ. აგრეთვე მათთან დედამიწიდან დამყარებული იყო რადიოკავშირი და პირველად მსოფლიოში დედამიწაზე გადმოიცა ვიდეოტრანსლიაცია.
„ვოსტოკ-5“ — ორბიტაზე გაიყვანა ვ. ბიკოვსკიმ 1963 წლის 14 ივნისს და 81-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. 3 დღე-ღამე იფრინა „ვოსტოკ-6“-თან ერთად.
„ვოსტოკ-6“ — ორბიტაზე გავიდა 1963 წლის 16 ივნისს, რომელსაც მართავდა ვ. ტერეშკოვა. პერიგეუმის სიმაღლე იყო 183 კმ, აპოგეუმისა — 231 კმ. 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. 3 დღე-ღამე იფრინა „ვოსტოკ-5“-თან ერთად. ხომალდზე მიმდინარეობდა სამედიცინო-ბიოლოგიური ექსპერიმენტები.
1964 წლის 4 თებერვალს პროგრამა „ვოსტოკ“ დაიხურა. იგი ჩაანაცვლა პროგრამა „ვოსხოდ“-მა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ვოსტოკი
- სპუტნიკ-4, ხომალდ „ვოსტოკ“-ის პროტოტიპი
- სპუტნიკ-5, ხომალდ „ვოსტოკ“-ის პროტოტიპი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 459.