ვოლკენშტეინის სახლი
ვოლკენშტეინის სახლი (რუს. Дом Волкенштейна) — რეგიონული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი[2][3], რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, რუსეთის ფედერაცია.
ვოლკენშტეინის სახლი რუს. Дом Волкенштейна | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′53″N 39°42′00″E / 47.214722° ჩ. გ. 39.7° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია |
დასრულების თარიღი | XIX-XX საუკუნეების მიჯნა |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი [1] |
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი დონის როსტოვი, გაზეთის შესახვევი.
ისტორია
რედაქტირებაგაზეთის შესახვევის მხრიდან სახლზე შესაძლებელია ჰერალდიკური ფარის ხილვა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას მისი წინა მფლობელის შესახებ. ლევ ფილიპეს ძე (ისააკ-ლეიბ ფიშელევიჩი) ვოლკენშტეინი (1858-1935 წწ.) - პოპულარული როსტოველი ადვოკატი, თეატრის მოყვარული და ვოდევილების ავტორი, ისევე როგორც მისი ძმა მიხეილ ფილიპეს ძე (მოსე ფიშელევიჩი) ვოლკენშტეინი (1859-1934 წწ.) - ანტონ ჩეხოვის გიმნაზიის მეგობარი, პუბლიცისტ ფიოდორ ვოლკენშტეინის და ოლღა აკიმის ასული ვოლკენშტეინის, პოეტ ვლადიმერ ვოლკენშტეინის, მხატვარ მსტისლავ დობუჟინსკის და ბუღალტერ ოლღა იოსების ასული ვოლკენშტეინების ბიძა.
ორი გიმნაზიელი მეგობარი დაუკავშირდა ერთმანეთს და დააარსეს თეატრი. ერთ-ერთი მათგანი გახდა დრამატურგი, ხოლო მეორე მათგანი მეწარმე ფაინთან ერთად გახდა ქალაქში ყველაზე დიდი, ასმოლოვის თეატრის მფლობელი.
აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ანტონ ჩეხოვი მეგობართან სტუმრობის დროს. მაშინ სახლი იყო ერთსართულიანი (გადააკეთა ვოლკენშტეინმა 1890 წელს). კაპიტალური რემონტის შემდეგ შეამკეს კლასიკური დეკორაციით. აღმოსავლეთის კედელზე დაკიდეს ჰერალდიკური ფარი ლომების გამოსახულებით. ლევ ფილიპეს ძე ვოლკენშტეინი აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა მეუღლესთან, სოფიასთან და ორ გოგონასთან (ალისა და ოლღა) ერთად, ასევე მცირეწლოვან ბიჭთან ერთად (მომავალში პარიზელი ადვოკატი იური ვოლკენშტეინი).
1930 წელს შენობას დააშენეს ორი სართული. 1943 წლიდან მასში განთავსდა აზოვ-დონის სანაოსნო, შემდეგ სახლი ისევ საცხოვრებლად გადაკეთდა.
სახლის მაცხოვრებლებმა მეზობლებისაგან იცოდნენ, რომ ომამდელ პერიოდში სახლს სტუმრობდა ანტონ ჩეხოვი[4]. სახლის მფლობელის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. თუმცა მის შესახებ ცნობილი გახდა წიგნიდან „დაუვიწყარი საფლავები. რუსეთის საზღვარგარეთ. 1917-1997 წლები“. პირველ ტომში მითითებულია, რომ ლევ ვოლკენშტეინი გარდაიცვალა 1935 წლის 30 მაისს პარიზში. ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში თანამშრომლობდა ჟურნალთან „ილუსტრირებული რუსეთი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Вера Волошинова. Ростов -на-Дону: дом Льва Волкенштейна// газета «Молот». — 08.06.2012. №№ 77-78 — с. 6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Культурное наследие России/Ростовская область
- ↑ Доходный дом Л.Ф. Волкенштейн
- ↑ Памятники регионального значения
- ↑ «АМЕРИКА В РОСТОВЕ-НА-ДОНУ». ТОВАРИЩИ ПО ГИМНАЗИИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-10. ციტირების თარიღი: 2017-11-08.