ვლადიმირ მაცკევიჩი

ბელარუსი ფილოსოფოსი, სოციალური და პოლიტიკური აქტივისტი

ვლადიმირ ვლადიმირის ძე მაცკევიჩი (ბელარ. Уладзімір Уладзіміравіч Мацкевіч; დ. 14 მაისი, 1956, ჩერემხოვო, რსფსრ, სსრკ) — ბელარუსი ფილოსოფოსი, სოციალური და პოლიტიკური აქტივისტი. 2021 წლის 4 აგვისტოს ის ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა ის პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს.[1]

ვლადიმირ მაცკევიჩი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი ბელარუსი მშობლები იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდნენ ციმბირში, სადაც ვლადიმირი დაიბადა.[2] 1966 წელს მოხდა მათი რეაბილიტაცია და ბელარუსში დაბრუნდნენ.[2] დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის ხარისხით.[3] ვლადიმირზე ძლიერი გავლენა მოახდინა რუსმა ფილოსოფსმა გიორგი შედროვიცკმა და მოსკოვის მეთოდოლოგიურმა წრემ.[3][4]

1980-იანი წლების ბოლოს, ის ლატვიაში ცხოვრობდა და იქაურ პერესტროიკაში მონაწილეობდა.[2] 1994 წელს ბელარუსში დაბრუნდა.[2] 1990-იან წლებში მაცკევიჩი მონაწილეობდა სხვადასხვა საარჩევნო კამპანიაში, როგორც კანდიდატი და პოლიტიკური ტექნოლოგი..[2] კონსულტაციას უწევდა სამ პარტიას, რომლებიც გაერთიანდნენ და გაერთიანებული სამოქალაქო პარტია შექმნეს.[2] მისივე მონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა, სახელად „ქარტია 97“.[2] მაცკევიჩი ალექსანდრე ლუკაშენკოს დიდი ხნის კრიტიკოსია; 2011 წელს მან პოოლიტიკური სიტუაცია დაახასიათა, როგორც „პერსონალისტური დიქტატურა, რომელმაც დააწესა საომარი მდგომარეობა“.[2] მხარს უჭერდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მიერ აგორებულ საპროტესტო აქციებს და ლუკაშენკოს „არალეგიტიმურ პრეზიდენტს“ უწოდებდა.[5] 2021 წლის თებერვალში, მაცკევიჩი მიესალმა ოპოზიციის გაერთიანების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიას, მაგრამ აკრიტიკებდა მისი შემადგენლობის დიდ ნაწილს.[6]

 
ტაციანა ვადალაჟსკაია და ვლადიმირ მაცკევიჩი

1994-1996 წლებში მაცკევიჩი მონაწილეობდა ბელარუსის განათლების სამინისტროს ორ საგანმანათლებლო რეფორმაში, მაგრამ ეს რეფორმები არასოდეს განხორციელებულა.[2] 2007 წელს, მაცკევიჩი მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია EuroBelarus-ის შექმნაში; ეს ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრია.[7] მან ასევე შექმნა ორგანიზაცია ჰუმანიტარული ტექნოლოგიების სააგენტო (რუს. Агентство гуманитарных технологий),[3] რომელსაც თავადვე მართავდა. სოციოლოგ ტაციანა ვადალაჟსკაიასთან ერთად შექმნა მფრინავი უნივერსიტეტი (რუს. Летучий университет), რომელიც ფოკუსირებულია კრიტიკულ აზროვნებაზე.[8]

2021 წლის 4 აგვისტოს, მაცკევიჩი დააპატიმრეს.[1] იმავე დღეს ასევე დააპატიმრეს ტაციანა ვადალაჟსკაია და მასთან კავშირის მქონე რამდენიმე სხვა აქტივისტი.[1] 6 აგვისტოს, რვა ბელარუსულმა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ ერთობლივ განცხადებაში ის პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.[1] მას ბრალად დასდეს „ისეთ ქმედებათა ორგანიზება, რომლებიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად.[9]

2022 წლის 4 თებერვალს, მაცკიევიჩმა შიმშილობა გამოაცხადა არა გათავისუფლების, არამედ გამოძიების დასრულებისა და სასამართლოს თარიღის დანიშვნის მოთხოვნით.[10] 15 თებერვალს მან უკვე მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.[10] 16 თებერვალს მას დაკითხვის მწარმოებელი ესტუმრა და შიმშილობა შეწყვიტა.[11]

2011 წელს მას 50-ზე მეტი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Release political prisoners Tatsiana Vadalazhskaya and Uladzimir Matskevich!
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Персона. Владимир Мацкевич: страна на военном положении. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-19. ციტირების თარიღი: 2024-05-14.
  3. 3.0 3.1 3.2 Faces of EuroBelarus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-19. ციტირების თარიღი: 2024-05-14.
  4. 5 августа. По бумажке от Минюста
  5. ВЛАДИМИР МАЦКЕВИЧ: ЦЕЛЬ — ИЗМЕНЕНИЕ КОНСТИТУЦИОННОГО СТРОЯ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-05-14. ციტირების თარიღი: 2024-05-14.
  6. Стратегия победы белорусской оппозиции: что с ней не так?
  7. В Минске задержаны философ Мацкевич и еще двое общественных деятелей
  8. Свобода и сомнения. Как в Минске работает университет, не похожий на другие
  9. Философу Владимиру Мацкевичу предъявили обвинение
  10. 10.0 10.1 Интеллектуалы в тюрьме: в Беларуси "взялись за свободную мысль" (2022-02-14). ციტირების თარიღი: 2022-02-14
  11. Философия как поступок. Тюрьма и голодовка Владимира Мацкевича. ციტირების თარიღი: 2022-02-22