ვლადიმირ ლევაშოვი

ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვი (რუს. Владимир Васильевич Левашов; დ. 30 ნოემბერი, 1834 — გ. 26 მაისი, 1898) — რუსი გრაფი, არტილერიის გენერალი, ყირიმის ომის მონაწილე, „ბარანოვსკის კომისიის“ წევრი. ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი (1867-1874), ოდესის ქალაქისთავი (1874—1878).

ვლადიმირ ლევაშოვი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვლადიმირ ლევაშოვი დაიბადა 1834 წლის 30 ნოემბერს ვასილი ვასილის ძე ლევაშოვის ოჯახში. დაამთავრა პაჟის კორპუსი და მიხაილოვსკის საარტილერიო სასწავლებელი. 1852 წლის 13 აგვისტოს დაინიშნა ლეიბ-გვარდიის გუსართა პოლკში კორნეტად. 5 ივნისს გადაიყვანეს საარტილერიო ბატარეაში. 1854 წლის 11 ივნისს დაინიშნა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის დიდი ჰერცოგის მიხაილ ნიკოლაევიჩის ადიუტანტად. 1856 წელს იგი გაგზავნეს პარიზში იმპერატორ ნაპოლეონ III-სთვის იარაღის შესადგენად. 1858 წლის 2 დეკემბერს დაინიშნა იარაღის გაუმჯობესების კომიტეტის წევრად. 1860 წლის 24 აგვისტოდან იყო დროებითი საარტილერიო კომიტეტის იარაღის საკონსულტაციო კომისიის წევრი. 1861 წლის 1 სექტემბრიდან პეტერბურგის ოლქში შუამავალი გლეხთა საქმეებში. 1862 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. იმავე წლის 24 აპრილს დაინიშნა კავკასიისა და ამიერკავკასიის ტერიტორიის სამოქალაქო საკითხებში კავკასიის გუბერნატორის მთავარი სამმართველოს დროებითი განყოფილების მმართველის მოვალეობის შემსრულებლად. 1866 წლის 8 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება კავკასიის გუბერნატორის თანამდებობაზე. 1867-1874 წლებში იყო ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი, 1876-1878 წლებში — ოდესის ქალაქისთავი. 1880 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1882 წლის 15 მარტს იგი გაგზავნეს ტფილისში კავკასიაში სამოქალაქო მმართველობის შესახებ არსებული კანონების გადასინჯვისა და ამ საკითხზე დებულებების შედგენის კომისიაში მონაწილეობის მისაღებად. 1894 წლის 30 აგვისტოს დააწინაურეს და მიანიჭეს არტილერიის გენერლის წოდება.

გარდაიცვალა 1898 წლის 26 მაისს, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ეკლესიაში[1].

 
ოლღა ლევაშოვა

ცოლი — გრაფინია ოლღა ვიკტორის ასული ლევაშოვა (1836-1904), იუსტიციის მინისტრის გრაფ ვიკტორ პანინის უფროსი ქალიშვილი.

შვილები:

  • მარია (1859-1938);
  • ვასილი (1862-1880);
  • ეკატერინა (1867-1920);
  • ევგენია (1873-1877).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Столетие военного министерства. 1802—1902: Указатель биографических сведений, архивных и литературных материалов, касающихся чинов общего состава по канцелярии военного министерства с 1802 до 1902 г. включительно. Книга 2. — Санкт-Петербург: Тип. М. О. Вольф, 1909. стр 647—648.
  • Список генералам по старшинству. Исправлено по 1 сентября 1897 года. — СПб., 1897. — С. 70.
  1. Великий князь Николай Михайлович. Петербургский некрополь / Сост. В. Саитов. В 4-х т. — СПб., 1912—1913.- Т. 2.-С. 629.