ვლადიმერ ცეცხლაძე
ვლადიმერ ყარამანის ძე ცეცხლაძე (დ. 1880, სოფ. შემოქმედი, (ოზურგეთის მაზრა) — გ. 1929, თბილისი) — ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა სემინარია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვში გაემგზავრა. 1907 წელს ფრიადზე დაამთავრა ხარკოვის ვეტერინარული ინსტიტუტი, ხოლო 1912 წელს — სამედიცინო ინსტიტუტი. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ნორმალური ანატომიის კათედრაზე ასისტენტად, ეწეოდა კვლევით საქმიანობას, რისთვისაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქოტის ხარისხი და თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვიეს ლექტორად.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 394, თბ., 1994