ვლადიმერ სტოროჟენკო

ვლადიმერ სტოროჟენკო (რუს. Владимир Стороженко; დ. 19531984) — საბჭოთა სერიული მკვლელი. მოქმედებდა ქალაქ სმოლენსკში და მის გარეუბნებში 1978-1981 წლებში. საერთო ჯამში თავდასხმა განახორციელა დაახლოებით 20-ჯერ, მოკლა 13 ადამიანი. მუშაობდა მძღოლად. პირველი მკვლელობა ჩაიდინა ქალაქ სმოლენსკის ისტორიულ ნაწილში, უსპენსკის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს. მოქმედების მოტივი იყო სექსუალური. კლავდა და აუპატიურებდა ქალებს. დააპატიმრეს 1981 წელს. მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა. ვლადიმერის ძმა სერგეი სტოროჟენკო დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აგრეთვე დააპატიმრეს და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი დამატებით მოიხადა სასჯელი გაქცევის გამო.

ვლადიმერ სტოროჟენკო
ნამდვილი სახელი ვლადიმერ სტოროჟენკო
დაბ. თარიღი 1953
გარდაცვალების თარიღი 1984
გარდაცვალების ადგილი სმოლენსკი, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი
განაჩენი დახვრეტა
მოტივი სექსუალური

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება