ვლადიმერ სანიკიძე
ვლადიმერ სანიკიძე (დ. 11 სექტემბერი, 1923, სოფ. ბუგეული, ამბროლაურის რაიონი — გ. სექტემბერი, 2009) — ქართველი ექიმი.
1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
1943–1945 წლებში იყო დიდი სამამულო ომის უკრაინის მე-4 ფრონტის მოქმედი არმიის საჰაერო სამხედრო ნაწილების მთავარი ექიმი; 1952–1959 წლებში ბაქოს სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1961–1967 წლებში გერმანიაში საბჭოთა ჯარების მთავარი ნევროლოგ-კონსულტანტი; 1967–1972 წლებში მოსკოვის სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1972–1978 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი ნევროლოგი; 1978–1998 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს ომის ინვალიდთა რესპუბლიკური ჰოსპიტლის მთავარი ექიმი; 1999–2004 წლებში საქართველოს ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი. ავტორია 156 სამეცნიერო ნაშრომისა ფსიქონევროლოგიისა და ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს წიგნები. ფსიქო-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დიდი სამამულო ომის (1941–1945) ინვალიდთა სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია საქართველოში“, დაიცვა 1966 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
- რუსეთის ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრიის საზოგადოება, წევრი
- საქართველოს II მსოფლიო ომის ვეტერანთა საზოგადოება, პრეზიდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ექიმი
- საქართველოს დამსახურებული ექიმი
- ღირსების ორდენი
- ხალხთა მეგობრობის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის შრომათა კრებული (რედაქტორი). - თბილისი, აღმაშენებელი, 2001. - 428გვ.
- Неотложная помощь при острых нервно-психических нарушениях (ავტორი). - Тбилиси, Сакартвело, 1996. - 410с.
- ექიმები ჯარისკაცის ფარაჯაში (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 446გვ.