ვლადიმერ მუჯირი
ვლადიმერ (ლადო) მუჯირი — (დ. 15 ოქტომბერი, 1907, ზუგდიდი — გ. 11 ივლისი, 1953) — ქართველი მხატვარი, ანიმატორი, რეჟისორი. ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელი.
ვლადიმერ მუჯირი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ოქტომბერი, 1907 ზუგდიდი |
გარდაცვალების თარიღი |
11 ივლისი, 1953 (45 წლის) თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1923 წელს დაამთავრა ზუგდიდის ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
თავდაპირველად დაიწყო მოძრავი დიაგრამების, აგიტაციური, ტექნიკური ხასიათის მულტიპლიკაციური ფილმების გადაღება; 1929 წლიდან მუშაობდა რეჟისორ-მულტიპლიკატორად „სახკინმრეწვში“. 1930 წელს გადაიღო „შორს აკვანი“ და „გაზაფხული“ —- ორი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი. მათი შექმნით იწყება ქართული მულტფილმის ისტორია, ამიტომ ქართული მულტიპლიკაციის დაბადების თარიღად 1930 წელი ითვლება.
1932 წელს გადაიღო მულტიპლიკაციური ფილმი „მეოთხე გადამწყვეტი წელი“. მოამზადა სცენარი და დაიწყო მხატვრული ფილმის „ჩქარი სვლით“ გადაღება, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ვერ დაასრულა. 1945 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა მულტიპლიკაციური ფილმების საამქროს უფროსად. გადაღებული აქვს ფილმები: „არგონავტები“ (1936), „გაიძვერა“ (1936), „ჩიორა“ (1938), „გადააჭარბა“ (1941), „სამი მეგობარი“ (1943), „ოქროს ბიბილო“ (1947), „გაზაფხულის სტუმრები“ (1947), „მამაცი მთამსვლელები“ (1950, ა. ხინთიბიძესთან ერთად), „ფრთოსანი მეგობრები“ (1950) და სხვა. მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორი და მხატვარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ მუჯირი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — ვლადიმერ მუჯირი
- ვლადიმერ მუჯირი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)