ანიმატორი
ანიმატორი ან მულტიპლიკატორი — მხატვარი, რომელიც ქმნის მრავალ გამოსახულებას, ცნობილს კადრების დასახელებით. ეს კადრები, თავის მხრივ, თანმიმდევრული ხილვისას ქმნიან ანიმაციის ილუზიას. ანიმატორები მუშაობენ კინოს, ტელევიზიის და ვიდეო თამაშების, აგრეთვე სხვა სფეროებში. ანიმაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული კინოწარმოებასთან და, ისევე, როგორც უკანასკნელი, მეტად შრომატევადი პროცესია. ეს ნიშნავს, რომ ნამუშევრების დიდი ნაწილის შესრულება დამოკიდებულია რამდენიმე ან ბევრ ანიმატორზე. ანიმაციური გამოსახულებების ან კადრების შექმნის მეთოდი დამოკიდებულია მხატვრის სტილსა და სფეროზე.
ანიმაციურ ფილმებზე აგრეთვე მუშაობენ სხვა მხატვრები, რომლებიც ანიმატორები არ არიან. ასეთებია ფონების, განათების და კამერების რაკურსების დიზაინერები, კადრირების და ფონების მხატვრები. ანიმაციურ, ისევე, როგორც მხატვრულ ფილმებზე, მუშაობენ რეჟისორი, პროდიუსერი, ხმის დიზაინერი და მემონტაჟე, მაგრამ განსხვავება მათ შორის ის არის, რომ აღნიშნული პერსონალის ანიმატორების მუშაობის დროს სტუდიაში ყოფნა აუცილებელი არ არის.
ნახატი ანიმაციის სფეროში, მაგალითად, იაპონიაში, სადაც პოპულარულია ჰაიაო მიაძაკის ფილმები, ძირითადი კადრების ანიმატორი მუშაობს როგორც ფონების შემუშავებაზე, ასევე ძირითად ანიმაციურ სცენებზე. ზოგიერთი იაპონელი ანიმატორი (მაგალითად, მიცუო ისო) მთლიანად მუშაობს ამა თუ იმ სცენაზე, ამიტომ ისინი ძირითადი სცენების ანიმატორებზე უფრო დიდ როლს ასრულებენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვინ რას აკეთებს ანიმაციაში დაარქივებული 2017-04-20 საიტზე Wayback Machine.
- როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი