ვლადიმერ მაკოგონოვი
ვლადიმერ ანდრეის ძე მაკოგონოვი (რუს. Влади́мир Андре́евич Макого́нов; დ. 27 აგვისტო, 1905, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 2 იანვარი, 1993, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943).
დაბადების სახელი | ვლადიმერ ანდრეის ძე მაკოგონოვი |
---|---|
ქვეყანა (სპორტი) | რუსეთი, აზერბაიჯანი ან სსრკ |
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1904 |
დაბადების ადგილი | საბჭოთა კავშირი, აზერბაიჯანის სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 2 იანვარი, 1993 (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
წოდება |
საერთაშორისო მასტერი (1950) გრანდმასტერი (პატივსაცემად, 1987) |
ჯილდოები და პრემიები | სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
დაიბადა ნახიჩევანში, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბაქოში აქვს გატარებული. იგი 1950 წელს გახდა საერთაშორისო ოსტატი, ხოლო 1987 წელს მისდამი პატივსაცემად მიენიჭა გრანდმასტერის ტიტული.[1] მაკოგონოვი საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ პოპულარული არასოდეს ყოფილა, თუმცა საკუთარ ქვეყანაში დიდად დაფასებული მოთამაშე და მწვრთნელი იყო. იგი 1940-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე იყო: მისი საუკეთესო რეიტინგი 1945 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა და რიცხობრივად 2735 იყო, ხოლო მისი უმაღლეს ისტორიულ რეიტინგად 1945 წელს დაფიქსირებული მეხუთე ადგილი სახელდება.[2]
საჭადრაკო კარიერა
რედაქტირებავლადიმერ მაკოგონოვი აზერბაიჯანის ხუთგზის ჩემპიონია (1947-1952 წლებში)[3]. მონაწილეობა მიღებული აქვს სსრკ-ის 8 ჩემპიონატში, 1927-47 წლებში.[1] ამ ჩემპიონატებს შორის საუკეთესო იყო 1937 წლის ტურნირი, რომელშიც მან მეოთხე ადგილი დაიკავა.[1]
მაკოგონოვის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია შემდეგი ტურნირის შედეგები: მესამე ადგილი ლენინგრად-მოსკოვში 1939 წელს (პირველ-მეორე ადგილი სალო ფლოჰრიმ და რეშევსკიმ დაიკავა), მეორე ადგილი 1943 წელს სვერდლოვსკიში (პირველ ადგილზე მიხეილ ბოტვინიკი გავიდა); აღსანიშნავია, რომ ბოლოს ნახსენებ ტურნირში მან ვასილი სმისლოვზე და ისააკ ბოლესლავკიზე წინამდებარე ადგილი დაიკავა. 1942 წელს, მან ბაქოში გამართულ თორმეტ-თამაშიან მატჩში დაამარცხა სალო ფლორი 7½–4½ ანგარიშით.[4]
მაკოგონოვი ასევე კარგად იყო ცნობილი როგორც ჭადრაკის მწვრთნელი. იგი 1957 წლის მსოფლიო საჭადრაკო ტურნირზე ვასილი სმისმოვს დაეხმარა მომზადებულიყო მიხაელ ბოტვინიკის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრისათვის. ვლადიმირ მაკოგონოვი წვრთინა ვლადიმირ ბაგიროვსა და გენრიხ ჩეპუკაიტის[5] და ბოტვინიკის რეკომენდაციით იგი ასევე გახდა გარი გასპაროვის პირველი პედაგოგი.[6]
მისი ძმა, მიხეილ მაკოგონოვი (1900–43)[7] აგრეთვე ჭადრაკის მასტერი იყო. ძმები ერთმანეთს პირველად 1923 წელს ბაქოს საჭადრაკო ჩემპიონატში შეხვდნენ.[8]
მაკოგონოვი გარდაიცვალა 1993 წლის 2 იანვარს, 88 წლის ასაკში, ბაქოში.[9]
მემკვიდრეობა
რედაქტირებაროგორც მოთამაშე, მაკოგონოვი პოზიციური სტილით გამოირჩეოდა. მაკოგონოვის ვარიაცია მეფის ინდურ დაცვაში შემდეგნაირია: 1.d4 Nf6 2.c4 g6 3.Nc3 Bg7 4.e4 d6 5.h3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ მაკოგონოვი — თამაშების არქივი Chessgames.com-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Vladimir Andreevich Makogonov Chessgames.com Retrieved November 30, 2006.
- ↑ Jeff Sonas, "Chessmetrics Player Profile: Vladimir Makogonov." Chessmetrics Retrieved November 30, 2006.
- ↑ Championships of Republics Yahoo! GeoCities Retrieved November 30, 2006.
- ↑ Matches Yahoo! GeoCities. Retrieved November 30, 2006.
- ↑ Misha Savinov, "Interview with Valeri Tsaturian." (PDF) ChessCafe.com. Retrieved November 30, 2006.
- ↑ Stephen Ham, "The Young King." (PDF) ChessCafe.com. Retrieved November 30, 2006
- ↑ Bill Wall, "Chess During World War II." Yahoo! GeoCities. Retrieved November 30, 2006.
- ↑ Bill Wall, "Russian Chess History." Yahoo! GeoCities. Retrieved November 30, 2006.
- ↑ NICBase Online დაარქივებული 2006-11-16 საიტზე Wayback Machine. Retrieved November 30, 2006.