ვლადიმერ დონაძე
ვლადიმერ (ლადო) გრიგოლის ძე დონაძე (დ. 5 მარტი, 1905, ოზურგეთი, — გ. 10 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი მუსიკათმცოდნე, პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1958), პროფესორი (1956), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958).
დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი (1934), ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურა (1937). 1937 წლიდან მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც იმავე წელს დააარსა მუსიკის ისტორიის კათედრა (1937-1976 — კათედრის გამგე). პირველმა დაამუშავა და შემოიღო, როგორც სასწავლო საგანი, ქართული მუსიკის ისტორიის სპეციალური კურსი. ითვლება ქართული საისტორიო მუსიკალური მეცნიერებისა და პროფესიული მუსიკალური კრიტიკის ფუძემდებლად. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიული ნარკვევები ქართველ კომპოზიტორებზე (მ. შ. „ზაქარია ფალიაშვილი“ — ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია, 1972), შრომები ფრანც შუბერტის სიმფონიური შემოქმედების შესახებ და სხვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- შალვა მშველიძე (მონოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1946;
- Симфония си минор Шуберта, წგ.: Очерки по истории и теории музыки, Л., 1940;
- Музыкальное наследие Грузии (классический период), კრ.: Грузинская музыкальная культура, М., 1957;
- Захарий Палиашвили, М., 1958 (2 изд., М., 1971);
- Очерки по истории грузинской советской музыки, ч. 1, Тб., 1975;
- Симфонии Шуберта, კრ.: Музыка Австрии и Германии XIX века, кн. 1, М., 1975.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტორაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 480.