ვლადიმერ დარსალია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარსალია.

ვლადიმერ (ძაძ) ხარიტონის ძე დარსალია (აფხ. Ӡаӡ Дарсалиа; დ. 29 აგვისტო, 1898, სოფ. გუფი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, — გ. 17 დეკემბერი, 1977, სოხუმი) — აფხაზი მწერალი. წერდა აფხაზურ ენაზე.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიკური ტექნიკუმი (1923) და ყუბანის სახელმწიფო პედაგოგიკური ინსტიტუტი (1928). 1928–1959 წლებში მუშაობდა გაზეთ „აფსნი ყაფშის“ რედაქციაში. პირველი ლექსი 1919 წელს გამოაქვეყნა, პირველი პიესა „ხატი და ვნებანი“ — 1928 წელს. მნიშვნელოვანი კრებულებია „მოთხრობები და პიესები“ (1954, 1959), „წყაროსთან“ (1967), „რჩეული“ (1970), „მოთხრობები“ (1977); აგრეთვე მოგონებების წიგნი „ცხოვრებიდან“, ვრცელი ისტორიული მოთხრობა „მორევი“ და სხვ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მძევალი, თბ., 1968.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აფხაზური ლიტერატურა, თბ., 1975;
  • აფხაზური ლიტერატურა. ქრესტომათია, თბ., 1978;